25 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" პირველი ნაწილი დაეთმო საქართველოს კონტიტუციური ცვლილებების მესამე მოსმენისთვის მზადების თემას. გადაცემაში ტელეფონით ჩაერთო დავით მათიკაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. საუბარი შეეხებოდა საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კონსტიტუციურ ცვლილებებსა და მათზე "ვენეციის კომისიის" მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს, აგრეთვე - საპარლამენტო უმრავლესობის მიერ დაგეგმილ კიდევ ორ საკონსტიტუციო ცვლილებას, რომლის ინიცირებასაც ის მოგვიანებით, მესამე მოსმენის შემდეგ აპირებს.
Your browser doesn’t support HTML5