ახალი კონსტიტუცია
Your browser doesn’t support HTML5
26 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი. ძირითადი ცვლილებები ეხება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების წესებს. პროტესტის ნიშნად პლენარული სხდომა დატოვეს ოპოზიციის დეპუტატებმა, რომლებიც მოითხოვდნენ, რომ შერეულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა მომხდარიყო არა 2024, არამედ 2020 წელს.