სამცხე-ჯავახეთში მეტ-ნაკლებად შემორჩენილია ისლამური არქიტექტურის ნიმუშები - მეჩეთები, რომლებიც აქ აშენდა საქართველოდან მუსლიმი მესხების გადასახლებამდე. ხელოვნებათმცოდნე ქრისტინე მუჯირი და რეჟისორი ნესტან ბლუაშვილი დაგვათვალიერებინებენ ამ ძეგლებს და გვიამბობენ ისლამური არქიტექტურის მნიშვნელობაზე ქართულ კულტურაში.