ოთარ ჭილაძე - მწერალი ძებნაში
Your browser doesn’t support HTML5
ერთ ინტერვიუში ოთარ ჭილაძე ამბობს „მწერლობა უფრო ძებნაა, ვიდრე მოლოდინი“. ოთარ ჭილაძე „ეძებს“ და მასთან ერთად ძიების პროცესშია ჩართული მკითხველიც - ფიქრობს, ეძებს, მუშაობს. საბჭოთა ეპოქაში ტექსტის შენიღბვა, შესაძლოა, საუკეთესო საშუალება იყო ცენზურისგან თავის დასახსნელად. თუმცა ჭილაძეს სააზროვნო სტილი აქვს ასეთი. როგორც კრიტიკოსი, ლიტერატურათმოცოდნე მანანა კვაჭანტირაძე აღნიშნავს, „მისი ენა ყოფიერების იმ ფენებთან გვაახლოებს, რომლებიც ჩვენს სასიცოცხლო სივრცეს ემიჯნებიან“. მანანა კვაჭანტირაძე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია.