1935 წელს თბილისში, მუშტაიდის ბაღში მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა გაიხსნა. 80 წლის წინ ჩვენში ბავშვებს მოგზაურობის, გადაადგილების, ახლოს შეცნობის სურვილს უღვიძებდნენ. რა დაგვრჩა იმ პარკებიდან და როგორ ერთობიან დღეს ჩვენი ბავშვები? ამ თემაზე "წითელი ზონის" მორიგ გადაცემაში გიორგი გვახარია მხატვარს და ხელოვნებათმცოდნეს, თამარ მელიქიშვილს ესაუბრება.