ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, მარგარეტ თეტჩერს „რკინის ლედი“ შეარქვეს - სხვათა შორის, შეარქვეს საბჭოთა კავშირში, რომლის დაშლაში თეტჩერმა, შეიძლება ითქვას, „პირადად მიიღო მონაწილეობა“. „რკინის ლედის“ მოღვაწეობის მიმართ რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებაა ბრიტანეთში და არა მარტო ბრიტანეთში. განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ თეტჩერის მიმართ ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, „წითელი ზონის“, რესპონდენტებსაც - ოთარ გრიგოლიას და ირაკლი კიკნაველიძეს.