უცნობი იაკობ ნიკოლაძე

Your browser doesn’t support HTML5

იაკობ ნიკოლაძის საიუბილეო გამოფენა ეროვნულ გალერეაში ხელოვნებათმცოდნეებმა გასული წლის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთ მთავარ მოვლენად აღიარეს. „წითელი ზონის“ სტუმარი, ამ გამოფენის ერთ-ერთი ორგანიზატორი ეკა კიკნაძე აღნიშნავს, რომ იაკობ ნიკოლაძის, როგორც თერგდალეულთა იდეებზე გაზრდილი მოქანდაკისთვის, შემოქმედების გეზი არის ევროპა, ამიტომ სწორედ ევროპაში გაემგზავრა იგი მრგვალი ქანდაკების შესასწავლად, იმ ქანდაკებისა, რომელსაც მანამდე ქართული კულტურა არ იღებდა.