დევიდ ბოუის „სკოლა“

Your browser doesn’t support HTML5

„როკ-მუსიკის ქამელეონად“ მონათლულ ბრიტანელ მუსიკოსს, დევიდ ბოუის 8 იანვარს 70 წელი შეუსრულდებოდა. „ქამელეონი“ ბოუის იმიჯის მუდმივი ცვლის გამო უწოდეს. ამიტომ ბოუის სტილზე ლაპარაკი, როგორც წესი, რთულია ხოლმე. მიუხედავად ამისა, „წითელი ზონის“ ახალი წლის პირველ გადაცემაში მუსიკოსი და ჟურნალისტი სერგი გვარჯალაძე მაინც შეეცდება, ისაუბროს დევიდ ბოუის შემოქმედების თავისებურებებზე და ბოუის გავლენებზე, მათ შორის - ქართულ მუსიკაზე.