დსთ, ეჭვები და საგარეო კურსის დაკანონება

საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზი

მმართველ პოლიტიკურ ძალას, ”ქართულ ოცნებას”, ”ნაციონალური მოძრაობა” ქვეყნის საგარეო კურსის უცვლელობის კანონით დადასტურებას სთხოვს. 30 იანვარს გახმაურებული სამკომპონენტიანი ინიციატივა, ავტორთა განცხადებით, ერთგვარი პრევენციაა, მიმართული იქითკენ, რომ საქართველომ არასოდეს თქვას უარი ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და ოკუპაციის არაღიარებაზე და არასოდეს გაწევრიანდეს ოკუპანტი რუსეთის მიერ მართულ გაერთიანებებში. კანონპროექტის ინიცირებას ერთი დღით უსწრებდა რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის დსთ-ს თემაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებული ხმაური. კატეგორიული უარყოფის მიუხედავად, ოპოზიცია ხელისუფლებას არ უჯერებს, რომ მას საქართველო რუსეთისკენ არ მიჰყავს.

”ნაციონალური მოძრაობისა” და საპარლამენტო უმცირესობის სახელით საკანონმდებლო ინიციატივა 30 იანვარს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მედიას ვიცე-სპიკერმა გიორგი ბარამიძემ გააცნო.

3-კომპონენტიანი კანონპროექტის პირველი კომპონენტი გამოხატავს საქართველოს კურსის უცვლელობას ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით; მეორე კომპონენტის მიხედვით, უნდა დადასტურდეს ”საქართველოს დეოკუპაციისკენ მიმართული პოლიტიკა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა”; ხოლო რაც შეეხება მესამე კომპონენტს, სწორედ მან უნდა აუკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის მიერ მართულ სივრცეში გაწევრიანება:

გიორგი ბარამიძე


”რომ საქართველო არ გაწევრიანდება დსთ-ში, არ გაწევრიანდება ევრაზიულ კავშირში, არ გაწევრიანდება ე.წ. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში, საბაჟო კავშირში და სხვა პოსტსაბჭოთა გაერთიანებებში, სადაც ოკუპანტი ქვეყანა არის წამყვანი ძალა და გაერთიანებები საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, თავისუფლებას და ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას”.

გიორგი ბარამიძე იხსენებს, რომ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში მან და მისმა არაერთმა თანაგუნდელმა პარლამენტში ხმა მისცა საქართველოს გაწევრიანებას დსთ-ში, თუმცა ამიერიდან საქართველოს ხელისუფლებამ არასოდეს აღარ უნდა გაიმეოროს გულუბრყვილო და გამოუცდელი პოლიტიკოსების 20 წლის წინანდელი შეცდომა. როგორც ვიცე-სპიკერი აღნიშნავს, საპარლამენტო უმრავლესობისთვის შეთავაზებული საკანონმდებლო ინიციატივაც სწორედ ერთგვარი პრევენციული ღონისძიების სახეს ატარებს.
მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ მთავარ საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და იმ სტრატეგიის გაყოლა...
დავით უსუფაშვილი


გიორგი ბარამიძის ბრიფინგის შემდეგ, 30 იანვარს, მალევე გაირკვა, რომ მსგავს დოკუმენტზე მუშაობა უკვე დაწყებულია პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ეგიდით. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა უთხრა ჟურნალისტებს, საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით ინტერფრაქციული შეთანხმების შემუშავების წინადადება საპარლამენტო ფრაქციებმა 18 იანვარს მიიღეს:

”ეს პროცესი პარლამენტში დაწყებულია, არსებობს კონკრეტული პროექტი და თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის მზაობა ამ პროცესში ჩართვისა, ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით. ასე რომ, ეს იქნება კანონის ფორმით, რეზოლუციის ფორმით თუ შეთანხმების ფორმით, ამას ნაკლები მნიშვნელობა აქვს. მთავარი ის არის, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ მთავარ საერთო სახელმწიფოებრივ საკითხებზე გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება და იმ სტრატეგიის გაყოლა”.

დავით უსუფაშვილის თქმით, ”ქართულ ოცნებაში” არ არის ისეთი ადამიანის ადგილი, ვისაც შესაძლოა დადებითი დამოკიდებულება ჰქონდეს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლის და, მაგალითად, საქართველოს დსთ-ში გაწევრიანების მიმართ. გავიხსენოთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ განგაში 29 იანვარს ატეხა, მას შემდეგ, რაც გავრცელდა რუსეთის საგარეო უწყების დსთ-ის ქვეყნების პირველი
ხელისუფლება, გამარჯვებული პარტია გარკვეულწილად მოდუნდა და ფიქრობს, რომ საზოგადოებას მან თავისი თავი მხოლოდ საქმით უნდა დაანახვოს. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ საქმეს არ მოჰყვება არანაირი საინფორმაციო მხარდაჭერა, რაც წყვეტს კავშირს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის...
სოსო გალუმაშვილი

დეპარტამენტის დირექტორის მიხეილ ევდოკიმოვის განცხადება, რომ უკვე დაწყებულია კონტაქტები საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამასთან, რუსული მედიის ცნობით, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დსთ-ში დაბრუნება მხოლოდ ამ ქვეყნის ხელმძღვანელობის სურვილით უნდა მოხდეს. აქვე ვთქვათ, რომ მიხეილ ევდოკიმოვმა გასული წლის ნოემბერშიც გააკეთა დაახლოებით ამავე შინაარსის განცხადება, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ თუკი საქართველო დსთ-ში კვლავ გაწევრიანებას მოინდომებს, რაკი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ორგანიზაცია თავად დატოვა, ინიციატივაც თავად უნდა წამოაყენოს.

ოპოზიციის განგაშის საპასუხოდ, ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები ხელისუფლების როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ შტოებში უკვე 2 დღეა გულმოდგინედ უარყოფენ ამგვარი კონსულტაციების, ინიციატივისა თუ სურვილის არსებობას. მაგალითად, როგორც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა 29 იანვარს, დსთ-ზე ფიქრისთვის არანაირი ადგილი არ რჩება იმ ვითარებაში, როცა მტკიცე და უცვლელია საქართველოს სწრაფვა ევროკავშირისა და ნატოსკენ. დსთ-ში შესაძლო გაწევრიანების თემაზე რაიმე
ყოველდღე შეიძლება რაღაც აბსურდული ხასიათის განცხადებები მოვისმინოთ, მაგრამ ამან არ უნდა შეიტანოს ეჭვი იმაში, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი იქნება უცვლელი...
თედო ჯაფარიძე

სახის კონსულტაციების არსებობა კატეგორიულად უარყო საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და ასევე მისმა პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა. ამ კონტექსტში ევროპული და ევროატლანტიკური კურსის უცვლელობის შესახებ 29-30 იანვარს არაერთი კომენტარი გააკეთა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემაც. ”ნუ გავხდებით ევდოკიმოვები”, - განაცხადა ჯაფარიძემ უკვე 30 იანვარს ტელეეთერში გაკეთებულ კომენტარში და განაგრძო:

”ევდოკიმოვები უამრავია მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს სამეზობლოში. ყოველდღე შეიძლება რაღაც აბსურდული ხასიათის განცხადებები მოვისმინოთ, მაგრამ ამან არ უნდა შეიტანოს ეჭვი იმაში, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი იქნება უცვლელი. არავითარ დსთ-ში თუ სხვა ამგვარ პოსტსაბჭოურ სივრცეში, ასე ვთქვათ, მოარულ ხმებზე თუ ფორმატებზე ჩვენ გაწევრიანებას არ ვაპირებთ”.

იმის თქმის საფუძველს, რომ საქართველომ ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს უღალატა, არაფერი არ აძლევს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრას” (GEPRA) უფროს კონსულტანტს სოსო გალუმაშვილს. თუმცა მისთვის აშკარაა, რომ საინფორმაციო ომს ”ნაციონალური მოძრაობა” იგებს და ის პროცესებს სათავისოდ მართავს. სოსო გალუმაშვილი ჩვენთან საუბარში 2 მიზეზს ასახელებს, რის გამოც ახალ ხელისუფლებას არცთუ იშვიათად უწევს თავის მართლების პოზიციიდან საუბარი:

სოსო გალუმაშვილი


”ეს არის გამოუცდელობა ასეთი ტიპის საინფორმაციო ომების წარმოებაში და მეორე - ხელისუფლება, გამარჯვებული პარტია გარკვეულწილად მოდუნდა და ფიქრობს, რომ საზოგადოებას მან თავისი თავი მხოლოდ საქმით უნდა დაანახვოს. პირდაპირ გეტყვით, რომ ამ საქმეს არ მოჰყვება არანაირი საინფორმაციო მხარდაჭერა, რაც წყვეტს კავშირს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის”.

სოსო გალუმაშვილის მსგავსად, არც სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის წარმომადგენელი ირაკლი ფორჩხიძე გამორიცხავს, რომ მიხეილ ევდოკიმოვის განცხადების მსგავსი განცხადებებით რუსეთი საქართველოში ნიადაგის მოსინჯვას, ანუ დსთ-ს მიმართ საზოგადოების განწყობის ტესტირებას ცდილობს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ საკითხი საკმაოდ მნიშვნელოვანია და ის ყურადღებასა და სიფრთხილეს მოითხოვს.