ციხეში და ციხის გარეთ
Your browser doesn’t support HTML5
რა პრობლემები რჩება საქართველოში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის კუთხით? – ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს“ ახალი გამოკვლევის თანახმად, გამოწვევად კვლავაც რჩება, მაგალითად, გარკვეული სახის სერვისების უზრუნველყოფა პენიტენციურ სისტემაში, პატიმართა დისციპლინური დასჯის პირობები, ალტერნატიული მონიტორინგის განხორციელება თუ არასათანადო მოპყრობა სამართალდამცველების მხრიდან. „ღია საზოგადოება - საქართველოს“ გამოკვლევის პრეზენტაცია 2 ოქტომბერს გაიმართა სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“. ანალიზის თანახმად, 2012 წლის შემდეგ ვითარების მნიშვნელოვანი გაუმჯობესების მიუხედავად, წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ჯეროვანი სისტემური რეფორმები არ განხორციელებულა. საგანგებო პრობლემად ასახელებენ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არარსებობას.