28 აგვისტოს, საღამოს, მონტე-კარლოში გამოვლინდა ევროპის 2013-2014 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ეს წოდება მოიპოვა მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ. მან 26 ხმა მიიღო. 19 ხმით მეორე ადგილზე გავიდა მანუელ ნოიერი, მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების მეკარე. მესამე ადგილი ერგო არიენ რობენს, მიუნხენის „ბაიერნისა“ და ჰოლანდიის ნაკრების ნახევარმცველს - 9 ხმა.
ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი სპორტულ ჟურნალისტთაგან შემდგარმა 54-წევრიანმა ჟიურიმ დაასახელა. ჟიურიში საქართველოს წარმოადგენდა რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი, დავით კაკაბაძე.
Your browser doesn’t support HTML5