ჩინური პროდუქციის გამოფენა
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში ჩინეთის საექსპორტო პროდუქციის გამოფენა ტარდება. გამოფენაში მონაწილეობს 80-მდე ჩინური კომპანია, მათ შორის, ტექსტილის, ელექტრონული ტექნიკის, სამედიცინო მოწყობილობების, საოჯახო პროდუქციისა და აქსესუარების მწარმოებლები და აგროსექტორის წარმომადგენლები. გამოფენა 27-30 სექტემბერს საგამოფენო ცენტრ ,,ექსპოჯორჯიას“ მე-11 პავილიონში იმართება. გამოფენის მხარდამჭერები არიან საქართველოს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროები.