„ჭიდაობის პროფესორი“
Your browser doesn’t support HTML5
„ჭიდაობის პროფესორი“ – ასე იცნობდა ყველა ვახტანგ ბალავაძეს გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან. თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისა და მელბურნის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორისადმი მიძღვნილი წიგნიც სწორედ ასე დაასათაურა ფალავნის ქალიშვილმა, ჟურნალისტმა თამარ ბალავაძემ. წიგნის პრეზენტაცია პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.