ბუნებრივ კულტურისტთა, ნატურალური ბოდიბილდინგის საერთაშორისო ასოციაციამ 5-7 ივლისს საბერძნეთში, ქალაქ ზაკინტოსში მოაწყო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს წარგზავნილი, ვატო კოპაძე. ის მსოფლიო ჩემპიონი გახდა „დებიუტანტი მაღალი კაცების“, ასევე აბსოლუტურ კატეგორიაში. ღია ჩემპიონატში 29 წლის სპორტსმენმა მესამე ადგილი დაიკავა. ბუნებრივი, ანუ ნატურალური ბოდიბილდინგი, საქართველოში სიახლეა, მისი ფედერაციაც ახლახან არის შექმნილი. რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩამოართვა ქართველ ჩემპიონს.
Your browser doesn’t support HTML5