„ჩემი არჩევანი უნდა იყოს…”

„თავისუფლების დილის“ ჩართვაში ,,რუსთავი ორის” დილის ეთერის წამყვანებმა, ოთარ ქირიამ და ანი გიუნტერმა, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2-ში“ არსებულ ვითარებასა და სარედაქციო დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ოთარ ქირია: „ვითარება დაძაბულია, მაგრამ არ გვიკვირს, რადგან არაერთხელ გაგვივლია დაძაბული მომენტები, თუმცა გვიკვირს ის მოცემულობა, რომელიც ვერ გვეუბნება, რა იქნება ხვალ.

პრინციპულად მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ მე უნდა ვწყვეტდე რომელ ღილაკს დავაჭირო ხელი, რას ვუყურო, რას მოვუსმინო, რა შევიმეცნო, რა ავარჩიო და რა არა. თუ ეს მოცემულობა შეიცვლება, რომელიც ცივილიზებულ სამყაროში დემოკრატიის და თანამედროვეობის ფუნდამენტია, მაშინ არ ვიცი, როგორი იქნება ჩემი ხვალინდელი დღე, ჩემი შვილის და ამ ქვეყნის მრავალი მოქალაქის მომავალი“.

ანი გიუნტერი: „ ის რეაქცია გვაქვს, რომ ბრძოლა გრძელდება. როგორც ხედავთ, დილის გადაცემა, სხვა გადაცემებთან ერთად, კვლავ გადის ეთერში. ვიბრძოლებთ ბოლომდე. გარდაუვალია ის, რომ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს განსხვავებული აზრი და ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, რომ ის მოისმინოს. ამიტომ აუცილებელია არსებობდეს არხი, სივრცე, საიდანაც შენ ამ აზრს ისმენ“.

Your browser doesn’t support HTML5

„ჩემი არჩევანი უნდა იყოს…”