ახალციხეში გაიმართა აქცია, რომლის მონაწილენი ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის აღდგენას ეწინააღმდეგებიან. მანამდე ჯერ ახალციხეში, შემდეგ კი ბათუმში აქციებს მართავდნენ მუსლიმი მოქალაქეები, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ ჭელაში მინარეთის დემონტაჟს აპროტესტებდნენ და მის აღდგენას მოითხოვდნენ. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ მინარეთს სოფელ ჭელაში დღეს საღამოს ჩაიტანენ, წუხელ ბათუმში შეკრებილ მუსლიმ მრევლს გააცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ დილიდან საპროტესტო აქცია დაიწყო მართლმადიდებელი მრევლის 300-მდე წარმომადგენელმა, რომლებმაც გარკვეული ხნით ახალციხის ავტომაგისტრალიც გადაკეტეს. ისინი მოითხოვენ, რომ საქართველოში მინარეთების გახსნის საკითხი რეფერენდუმით გადაწყდეს.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში მინარეთი დასაწყობდება და დაილუქება - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივ განცხადებაში. ტექსტში ვკითხულობთ, რომ მინარეთი უნდა "დასაწყობდეს სოფელ ჭელაში, ნეიტრალურ ადგილზე, დაილუქოს და იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ; არ მოხდეს მისი სადმე აღმართვა, ვიდრე არ მოწესრიგდება საკანონმდებლო ბაზა და არ შედგება მოლაპარაკება საპატრიარქოსა და მუსლიმთა საბჭოს შორის; ეთხოვოს ხელისუფლებას, დაიწყოს მუშაობა, რათა კანონით განისაზღვროს რელიგიური ნაგებობების მშენებლობების მიზანშეწონილობისა და ნებართვის გაცემის საკითხი, რათა თავიდან იქნას აცილებული რელიგიურ ნიაგდაზე დაპირისპირება", - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოსა და მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივ განცხადებაში.
დაპირისპირების მოსაგვარებლად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელები ხუთშაბათს საპატრიარქოში შეხვდნენ საქართველოს მუსლიმ რელიგიურ ლიდერებს.

Your browser doesn’t support HTML5