16 მაისს თბილისის საკრებულოში გაიმართა საგანგებო სხდომა, რომელზეც მერიის სარეზერვო ფონდისთვის 3 მილიონი ლარის გამოყოფის საკითხს უყარეს კენჭი. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები თბილისის მერიისგან ზუსტ ხარჯთაღრიცხვას მოითხოვდნენ, თუმცა მათ მოთხოვნას უმრავლესობა იმ არგუმენტით უპირისპირდებოდა, რომ ქალაქი საგანგებო მდგომარეობაში იმყოფება და ზარალის ზუსტი რაოდენობის დადგენამდე დაზარალებული მოსახლეობა ვერ მოიცდის. როგორ და ვინ აწესრიგებს თბილისის სანიაღვრე სისტემას? - საკრებულოს საგანგებო სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ეს საკითხიც დააყენეს.
დიდხანს აკაკუნა ხის ჩაქუჩი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა იმისათვის, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში ატეხილი ხმაური ჩაეჩუმებინა. ხმაური კი თბილისის საკრებულოს საგანგებო სხდომაზე საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის თინა ხიდაშელის გამოსვლას მოჰყვა. სანამ ხმაურის მიზეზებზე შევჩერდებოდეთ, გეტყვით, რომ თბილისის საკრებულოში საგანგებო სხდომა 13 მაისის ღამეს მოსული ძლიერი ნალექის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებებს მიეძღვნა.
უფრო კონკრეტულად კი, ოფიციალური განცხადების მიხედვით, პროგრამიდან "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" ეკონომიის შედეგად გამოთავისუფლებული 3 მილიონი ლარი მერიის სარეზერვო ფონდში ჩაირიცხა. რატომ მაინცდამაინც სამი მილიონი და არა მეტი ან ნაკლები? სად არის დეტალური ხარჯთაღრიცხვა? აი, ამ კითხვებით მიმართავდა თინა ხიდაშელი თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენლებსა და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, დარბაზში ხმაური რომ ატყდა:
”რა თქმა უნდა, ბიუჯეტში ცვლილებას ვეთანხმები, რადგან, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, არ შეიძლება ამას ვინმე შეეწინააღმდეგოს. უბრალოდ, ჩემთვის მიუღებელია ის ფორმა, რა ფორმითაც ჩვენ ეს ცვლილება უნდა დავამტკიცოთ. მე მიმაჩია, რომ აქ, მაგიდაზე, ამ ფარატინა ფურცელთან ერთად, რომელიც ნახევარგვერდიან წერილს შეიცავს, უნდა იდოს დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რისთვის გადადის ეს თანხმა სარეზერვო ფონდში. იქნებ 5 მილიონია დასამატებელი ან ერთი. საკრებულოს არ უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცი იმის შესახებ, თუ რაში დაიხარჯება სამი მილიონი ლარი”, - კითხულობს თინა ხიდაშელი.
ჯერ კიდევ ორი დღის წინ გავრცელდა თბილისის მერიის წარმომადგენლის კომენტარი იმის თაობაზე, რომ მერია სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა, რას და როგორ მოხმარდება მერიის სარეზერვო ფონდში გადატანილი 3 მილიონი ლარი, თბილისის საკრებულოში ამ კონკრეტულ საკითხებზე 16 მაისს არ უსაუბრიათ. დეტალების დაზუსტება თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელს პაატა გობეჯიშვილს ვთხოვეთ. სწორედ მან გამოიტანა საკრებულოს სხდომაზე მერიის სარეზერვო ფონდში თანხის გადატანის შესახებ საკითხი, თუმცა მას არც ჟურნალისტებთან უსაუბრია დეტალებზე:
”ეს სამი მილიონი გადანაწილდება ზუსტად ისე, როგორც ამას ქალაქის მოსახლეობა მოითხოვს. რა ზარალიც მიადგა მოსახლეობას, ეს დაითვლება და თანხაც შესაბამისად დაიხარჯება. ამ თანხით შევეცდებით აღმოვფხვრათ სტიქიით მიყენებული ზარალი”, – ამბობს პაატა გობეჯიშვილი.
”ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და ვერ დაველოდებით ზარალის რაოდენობის ზუსტ აღრიცხვას, სწორედ ამიტომ გვიწევს თანხის სასწრაფო მობილიზება”, – აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი, რომელიც განსაკუთრებულ ოპონირებას უწევდა საკრებულოს სხდომაზე რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს.
”როდესაც ფორსმაჟორული სიტუაციაა ქალაქში და როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ დახმარება, პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე მუშაობა პირადად მე მიუღებლად მიმაჩნია”, – ამბობს თამაზ შოშიაშვილი.
გარდა ზუსტი ხარჯთაღრიცხვისა, თინა ხიდაშელმა თბილისის მერიისგან სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენაც მოითხოვა. ის ითხოვს 2008 წლიდან მოყოლებული ყველა იმ ტენდერის დოკუმენტაციას, რომელიც სანიაღვრე არხების რეაბილიტაციისთვის ჩატარდა. ერთ-ერთ მთავარ მიზეზად იმ წყალდიდობისა, რომელსაც 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, სწორედ სანიაღვრე სისტემებისა და კოლექტორების მოუწესრიგებლობა სახელდება. თუმცა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი კოკი იონათამიშვილი. ის ირწმუნება, რომ სანიაღვრე ქსელების მოწესრიგებაზე მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს და კოლექტორების დაზიანება უხვმა ნალექმა განაპირობა:
”უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში კოლექტორებისა და სანიაღვრე სისტემის მოსაწესრიგებლად დახარჯულია დაახლოებით 20 მილიონი ლარი. თბილისში 300-მდე განსხვავებული ტიპის კოლექტორი არსებობს და, სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანი ამ სტიქიამ მართლა დააზიანა”, – ამბობს კოკი იონათამიშვილი.
რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, 13 მაისის ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა 400-მდე ოჯახი დააზარალა. ამ დროისათვის 40-მდე ოჯახი ქირით არის გაყვანილი. ზარალის შემფასებელი კომისია წყალდიდობის შედეგად ორთაჭალაში დაზიანებულ სახლებს სწავლობს, რის შემდეგაც ნაგებობების დემონტაჟი ან გამაგრებითი სამუშაოები დაიწყება.

Your browser doesn’t support HTML5

ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და ვერ დაველოდებით ზარალის რაოდენობის ზუსტ აღრიცხვას, სწორედ ამიტომ გვიწევს თანხის სასწრაფო მობილიზება...თამაზ შოშიაშვილი
ჯერ კიდევ ორი დღის წინ გავრცელდა თბილისის მერიის წარმომადგენლის კომენტარი იმის თაობაზე, რომ მერია სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის, რომელიც, სავარაუდოდ, რამდენიმე მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა, რას და როგორ მოხმარდება მერიის სარეზერვო ფონდში გადატანილი 3 მილიონი ლარი, თბილისის საკრებულოში ამ კონკრეტულ საკითხებზე 16 მაისს არ უსაუბრიათ. დეტალების დაზუსტება თბილისის მერიის საფინანსო სამსახურის წარმომადგენელს პაატა გობეჯიშვილს ვთხოვეთ. სწორედ მან გამოიტანა საკრებულოს სხდომაზე მერიის სარეზერვო ფონდში თანხის გადატანის შესახებ საკითხი, თუმცა მას არც ჟურნალისტებთან უსაუბრია დეტალებზე:
”ეს სამი მილიონი გადანაწილდება ზუსტად ისე, როგორც ამას ქალაქის მოსახლეობა მოითხოვს. რა ზარალიც მიადგა მოსახლეობას, ეს დაითვლება და თანხაც შესაბამისად დაიხარჯება. ამ თანხით შევეცდებით აღმოვფხვრათ სტიქიით მიყენებული ზარალი”, – ამბობს პაატა გობეჯიშვილი.
”ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და ვერ დაველოდებით ზარალის რაოდენობის ზუსტ აღრიცხვას, სწორედ ამიტომ გვიწევს თანხის სასწრაფო მობილიზება”, – აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე თამაზ შოშიაშვილი, რომელიც განსაკუთრებულ ოპონირებას უწევდა საკრებულოს სხდომაზე რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს.
”როდესაც ფორსმაჟორული სიტუაციაა ქალაქში და როდესაც ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ დახმარება, პოლიტიკური ქულების ჩაწერაზე მუშაობა პირადად მე მიუღებლად მიმაჩნია”, – ამბობს თამაზ შოშიაშვილი.
უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში კოლექტორებისა და სანიაღვრე სისტემის მოსაწესრიგებლად დახარჯულია დაახლოებით 20 მილიონი ლარი...კოკი იონათამიშვილი