ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი ტელევიზიასთან ხელისუფლების ერთი ფრთის „წესების გარეშე“ ბრძოლაზე ლაპარაკობს. ამასთან, ტელევიზია უკვე დატოვა რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის, თეა სიჭინავამ. გადაწყვეტილება „მაესტროს“ დატოვების შესახებ ჯერ არ მიუღია გადაცემა „პოლიტმეტრის“ ავტორსა და წამყვანს ნინო ჟიჟილაშვილს, თუმცა ის ტელეკომპანია „იმედის“ შეთავაზებაზე ფიქრობს. რა ხდება ტელეკომპანია „მაესტროში“ და რა ზეწოლაზე ლაპარაკობს მამუკა ღლონტი?
„ტელეკომპანია „მაესტრო“ საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი“ - ამ სიტყვებით დაიწყო ტელეკომპანიის 17 აგვისტოს 12-საათიანი საინფორმაციო პროგრამა. ტელეკომპანიის დამფუძნებლის მამუკა ღლონტის განცხადებით, ტელევიზია დატოვეს არხის ჟურნალისტმა თეა სიჭინავამ, არხის თოქ- შოუების მთავარმა პროდიუსერმა, საინფორმაციოს მთავარმა რედაქტორმა და პოლიტიკური გამოშვების თითქმის ყველა პროდიუსერმა.
რადიო თავისუფლებამ მამუკა ღლონტთან დაკავშირება ვერ შეძლო, ტელეკომპანია „მაესტროს“ 16 აგვისტოს საინფორმაციო გამოშვებისთვის მიცემულ სატელეფონი კომენტარში კი მამუკა ღლონტი ტელეკომპანიაზე ხელისუფლების ერთი ფრთის პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ლაპარაკობს. მამუკა ღლონტი დამატებითი განმარტების გაკეთებას რამდენიმე დღეში აპირებს:
„განსაკუთრებით ეს ხდება მას შემდეგ, რაც ეს ნაწილი მიხვდა, რომ „მაესტრო“ არ დაემორჩილება არანაირ მოთხოვნებს ხელისუფლებიდან და იქნება დამოუკიდებელი მოთამაშე, ისევე როგორც იყო ადრეც. ამის შემდეგ ეს ადამიანები სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ ზიანი მოაყენონ „მაესტროს“, რაც, ბოლოს, უკვე ძალიან სერიოზულ წინაღობებში გადაიზარდა და ამის შესახებ განცხადებას ჩვენ რამდენიმე ხანში გავაკეთებთ“.
ტელეკომპანია „მაესტროს“ თოქ-შოუ „არგუმენტების“ ავტორი და წამყვანი თეა სიჭინავა, რომელიც ტელეკომპანია „იმედზე“ აპირებს მუშაობის გაგრძელებას, ამბობს, რომ მას პირადად პოლიტიკური გავლენები არ უგრძვნია და, შესაბამისად, მისი არხიდან წასვლა ვერანაირ პოლიტიკურ გავლენას ვერ დაუკავშირდება. თავის გადაწყვეტილებას, დაუბრუნდეს ტელეკომპანია „იმედს“, რომელიც 2009 წელს პროტესტის ნიშნად დატოვა, ის მხოლოდ არხისადმი დადებითი ემოციური დამოკიდებულებით ხსნის:
„ჩემი გადაწყვეტილება ყველანაირად შეიძლება გაიგო, გარდა პოლიტიკური ზეწოლისა ან პოლიტიკური ჩარევისა და ნიუანსებისა. ეს გადაწყვეტილება არის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას სახლში დაბრუნება. ჩემი სახლია „მაესტროც“, ჩემი სახლია „იმედიც“, მაგრამ ამ ეტაპზე გადავწყვიტე ვიყო „იმედში“.
თეა სიჭინავასგან განსხვავებით, ტელეკომპანია „მაესტროს“ დატოვებისა და „იმედში“ გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია გადაცემა „პოლიტმეტრის“ ავტორსა და წამყვანს ნინო ჟიჟილაშვილს. ის ამბობს, რომ ძალიან საინტერესო პროფესიული შემოთავაზება აქვს „იმედის“ არხისგან, თუმცა წინადადებაზე ჯერ მხოლოდ ფიქრობს და გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს. ნინო ჟიჟილაშვილის თქმით, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა, უფრო „პოლიტმეტრის“ იმ მაყურებელზე ფიქრობდა, რომელიც ნდობით ეკიდებოდა გადაცემას მთელი გასული სატელევიზიო სეზონის განმავლობაში. ჟურნალისტის სიტყვებით, თუ ის „იმედზე“ გადასვლის გადაწყევტილებას მიიღებს ან არ მიიღებს, მისთვის მნიშვნელოვანი იქნება მაყურებლის პოზიცია, ვინაიდან, მისივე თქმით, მას „მაესტროს“ ეთერში ფონანსურადაც საკმაოდ კარგი პოზიცია ჰქონდა - ის იყო „მაესტროს“ საპარტნიორო წილის 3%-ის მფლობელიც. ამდენად, ნინო ჟიჟილაშვილის სიტყვებით, მისი ინტერესი სხვა რამეში მდგომარეობს:
„იმაზეა ერთადერთი ჩემი კონცენტრაცია, სად შევძლებ უკეთესი პროდუქტის შექმნას, რასაც უყურებს უფრო მეტი მაყურებელი. შეიძლება აქვე გავაკეთო განმარტება, რომ ბოლო პერიოდში „მაესტროს“ მაყურებელი მოაკლდა. მე ველოდი, რომ იქნებოდა შესაძლებელი ე.წ „აპდეითი“, განახლება, მომხდარიყო ფორმატების ცვლილება, მომხდარიყო ბადის სწორად დაგეგმვა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს პერიოდი ჩვენ, ყველამ ერთად, ვერ გამოვიყენეთ „ მაესტროზე“. თუმცა მე მენეჯმენტში არ ვარ და პასუხისმგებლობის აღება გამიჭირდება“.
ყოფილი მედიადამცველი, ამჟამად პარლამენტის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თამარ კორძაია ამბობს, რომ ყველამ, ვინც პოლიტიკურ გავლენაზე საუბრობს, უმჯობესი იქნება დაასახელოს და ხელი დაადოს მათ, ვინც ამგვარი პოლიტიკური გავლენის მოხდენას ცდილობს მედიაზე. თუ არა, დასაბუთების გარეშე, პოლიტიკურ გავლენას დაუკავშირო ადამიანების მიერ სამსახურის დატოვება, სრულიად უპასუხისმგებლო საქციელი იქნება. ამასთან, თამარ კორძაია მამუკა ღლონტის განცხადების იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, სადაც ტელეკომპანიების მიმართ ხელისუფლების ტენდენციურ დამოკიდებულებაზეა საუბარი, კერძოდ, ნათქვამია, რომ ხელისუფლება თვალს ხუჭავს ტელეკომპანია „იმედის“ გარკვეულ ფინანსურ ვალდებულებაზე. ამ ჭრილში ყოფილი მედიადამცველი ტელეკომპანია „მაესტროს“ დამფუძნებლის მამუკა ღლონტის პრეტენზიებს ლეგიტიმურად მიიჩნევს:
„რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს, თუ „იმედი“, სხვებისგან განსხვავებით, ისევე სარგებლობს საგადასახადო შეღავათებით, როგორც სარგებლობდა წინა ხელისუფლების პირობებში „რუსთავი 2“ და „იმედიც“, ამ შემთხვევაში ღლონტის გულისწყრომა საფუძვლიანია“.
თამარ კორძაიას სიტყვებით, ტელეკომპანია „იმედის“ ფანანსური დავალიანების საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია და ფინანსთა სამინისტრო და ფინანსური სამსახურები, ალბათ, მალე განაცხადებენ, აქვს თუ არა ტელეკომპანია „იმედს“ დავალიანება.