გრძელდება საუბარი აფხაზეთში ომის თემაზე. გადაცემის რესპონდენტი აფხაზი კაცია, რომელიც ომში მონაწილეობდა და მოგვითხრობს ომამდელ ვითარებაზეც - იმაზე, თუ რა გახდა მისთვის ომში წასვლის მიზეზი და იმაზეც, თუ როგორ არ ავიწყებს თავს ომი 25 წლის შემდეგ და რატომ აქვს ომის განმეორების შიში.
Your browser doesn’t support HTML5
როგორ ჩანს სოხუმიდან კონფლიქტის მოგვარების შესაძლო გზები, რა პრობლემები აწუხებთ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მკვიდრთ, როგორია ცხოვრება იზოლაციაში - ამ საკითხებზე საუბრობენ გადაცემის სტუმრები.
ჩვენს გადაცემაში სოხუმიდან სკაიპის მეშვეობით ჩაგვერთო დალილა ფილია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის კათედრის დოცენტი და ხელმძღვანელი ზურაბ აჩბას სახელობის საგანმანათლებლო ფონდისა „სამყარო ძალადობის გარეშე“, თბილისის სტუდიაში კი გვსტუმრობდა მიშა ჯახუა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი, მათთან დისკუსიას ნინო ხარაძე უძღვება. გადაცემა „გადაკვეთის წერტილი“ მომზადებულია „ბერგჰოფის ფონდთან“ თანამშრომლობით. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია „ბერგჰოფის ფონდი“ კონფლიქტოლოგიისა და მშვიდობის მშენებლობის საკითხებზე მუშაობს.