აქცია მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად

Your browser doesn’t support HTML5

თბილისში გაიმართა თურქეთის მოქალაქის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდამჭერი აქცია. ჩაბუქი, რომელიც 15 წელია, საქართველოში ცხოვრობს, თურქეთის მხარის მოთხოვნით 24 ივნისს დააკავეს და მას თურქეთში ექსტრადიცია ემუქრება. აქციის მონაწილეები, რომელთა შორისაც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იყვნენ, ამბობენ, რომ ჩაბუქი უდანაშაულოა და ექსტრადიციის შემთხვევაში თურქეთში მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.