ჭაბუა ამირეჯიბის ნეშტი მთაწმინდის მიწას მიაბარეს

Your browser doesn’t support HTML5

17 დეკემბერს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჭაბუა ამირეჯიბი. სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობა მიიღეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა და საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. მისი განცხადებით, ბედნიერია ერი, რომელსაც ჭაბუა ამირეჯიბის მსგავსი კლასიკოსი ჰყავს. ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე 12 დეკემბერს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.