ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის სტუმრები არიან: თბილისიდან - "თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს" გამგეობის წევრი თეონა აქუბარდია; ერევნიდან - "კავკასიის ინსტიტუტის" დირექტორი ალექსანდრ ისკანდარიანი და ბაქოდან - სამხედრო ანალიტიკოსი იაშარ ჯაფარლი. პრაღიდან პროგრამაში მონაწილეობს ანდრეი ბაბიცკი.