სპეცოპერაცია ლოპოტაში და დაძაბული ურთიერთობები კავკასიაში

პოლიცია სოფელ ლაფანყურში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული სამსახურების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამის, "კავკასიური გზაჯვარედინის", თემებია ურთიერთობის გამწვავება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, რომელიც სომეხი ოფიცრის მკვლელის, რამილ საფაროვის, შეწყალებამ გამოიწვია და სპეცოპერაცია, რომელიც ქართულმა სპეცსამსახურებმა ლოპოტის ხეობაში ჩაატარეს. გადაცემაში მონაწილეობენ: ბაქოდან - კვლევითი ინსტიტუტის, “აღმოსავლეთი-დასავლეთის” დირექტორი არასტუნ ორუჯლუ; ერევნიდან - თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი არმან მელიქიანი; თბილისიდან - ჟურნალ "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი.