სახელმწიფო აუდიტის მონიტორინგის სამსახური განაგრძობს, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის“ შესაბამისად, პოლიტიკური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირებისა თუ ორგანიზაციების დაჯარიმებას. ამჯერად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 8 მილიონი ლარით დააჯარიმა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ბურჯი“, რომელმაც, სამსახურის მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, უსასყიდლო მომსახურება გაუწია კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკურ პარტიებს.
პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის განცხადება, რომელშიც კომპანია „ბურჯის“ წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებებია ჩამოყალიბებული, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა. განცხადების თანახმად, კომპანიამ 2012 წლის 1 ივნისიდან 28 ივნისამდე პერიოდში შეიძინა 54 ერთეული - დაახლოებით 860 ათასი ლარის ღირებულების - ავტოსატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, 30 ცალი ავტობუსი და 7 სატვირთო ფურგონი, რომლებიც უფასოდ ემსახურებოდნენ კოალიცია „ქართულ ოცნება“-ში შემავალ პარტიებს. ფრაგმენტი განცხადებიდან:
„ამ ავტომანქანებით ხდება როგორც პარტიის წევრების მომსახურება, ასევე კოალიციის მიერ ორგანიზებულ აქციებზე ადამიანების გადაყვანა, რაც იურიდიული პირის მიერ განხორციელებულ უკანონო შემოწირულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მიიღო გადაწყვეტილება შპს „ბურჯის“ სამართალდამრღვევად ცნობის თაობაზე და მოსალოდნელი სანქციის ფარგლებში ყადაღა დაადო კომპანიის საბანკო ანგარიშებს და ქონებას. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება დასადასტურებლად ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა.“
თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ივლისს გამართულ სხდომაზე დაადასტურა პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის შუამდგომლობა და კომპანია „ბურჯს“, ჯარიმის სახით, 8 მილიონ 600 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა კომპანიის იურისტი ალა კახნიაური მიიჩნევს, რომ უსამართლოა როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობა, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილება. ალა კახნიაური აპროტესტებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის იმ ნაწილს, რომელშიც ლაპარაკია „ბურჯის“ მიერ ოფიციალური დოკუმენტაციის გაყალბებასა და შავი ბუღალტერიის წარმოებაზე. კომპანიის იურისტის თქმით, აუდიტის სამსახური იტყუება, როცა ამბობს,რომ შპს „ბურჯის“ მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარმოდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩნდა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისების სარემონტო სამუშაოებზე გაწეული ხარჯების ამსახველი დოკუმენტაცია, რომელში ასახული ციფრებიც რადიკალურად განსხვავდება დამკვეთისათვის წარდგენილი ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციისაგან. ალა კახნიაურის თქმით, „ბურჯმა“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინა 1251 გვერდისაგან შემდგარი დოკუმენტების კრებული, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ დოკუმენტების რაოდენობა ერთითაა გაზრდილი. „ბურჯის“ მტკიცებით, სწორედ ეს, აუდიტის სამსახურის მიერ ჩამატებული ზედმეტი დოკუმენტია ყალბი:
„თუ დოკუმენტი ეხება მაისის თვეს, რატომ აღმოჩნდა ის იანვრის თვის საბუთებში? გაურკვეველი ვითარებაა! ამ დოკუმენტში აღნიშნულია, ვითომ გარემონტებული იქნა კოალიციის შემდეგი ოფისები, რომლებიც სინამდვილეში არ არსებობენ: „ქართუ ჯგუფის“ ოფისი ორთაჭალაში (შეგიძლიათ მიხვიდეთ და დარწმუნედთ, რომ არაფერი მსგავსი არ არსებობს), გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში და სოფელ წილკანის ცენტრში მდებარე ოფისები. აქაც შეუსაბამობაა, რადგანაც არც ერთ ამ სოფელში ოფისი არ არსებობს.“
ოფისების არასაბაზრო ფასად გარემონტების გამო თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანიები „ბურჯი“ და „მენეჯმენტ სერვისი“ დამატებით 2 მილიონ 400 ათასი ლარით დააჯარიმა. კომპანია „ბურჯის“ წარმომადგენლებმა 7 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე იმაზეც ილაპარაკეს, რომ პოლიტიკურ პარტიებს არა უსასყიდლოდ, არამედ ოფიციალურად გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ემსახურებიან. და კიდევ: კომპანიის დირექტორის, ნოე ქინქლაძისათვის გაურკვეველი და აბსურდულია თავად ჯარიმის დაანგარიშების მექანიზმი:
„როგორ შეიძლება მანქანის ღირებულება იყოს მომსახურების ღირებულება. კონტროლის პალატამ დათვალა იმ მანქანების ღირებულება, რომლებიც ემსახურებოდნენ პარტიებს და ჩათვალა, რომ მათი ღირებულების ჯამი არის პარტიებისათვის განხორციელებული შემოწირულება.“
კომპანიის დირექტორი სახელმწიფო აუდიტის განცხადების იმ ნაწილსაც აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც, ოფშორულ ზონაში დაფუძნებული „ბურჯი“ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა და მას ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილი ხელმძღვანელობს. „ბურჯის“ ადვოკატის, მერაბ ბაქრაძის თქმით, კომპანია დაფუძნებულია საქართველოში და ის ბიძინა ივანიშვილს არ ეკუთვნის. „ბურჯის“ ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.