12 მაისს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო მუსიკოსი და პროდიუსერი სანდრო ჩინჩალაძე, რომელიც 15 მაისს თანამედროვე აუდიო-მუსიკალურ ფესტივალს (SOU FEST) ხსნის. სანდროს მუსიკალური კაერიერის განმავლობაში არაერთი ალბომი აქვს ჩაწერილი და სხვადასხვა დროს აკეთებდა როგორც დამოუკიდებელ პროექტებს, ასევე თანამედროვე ქართველ მუსიკოსებთან თანამშრომლობით.
2017 წელს მუსიკოსმა ორი ალბომი გამოუშვა: Artificial Frequencies For Daydreamers და Erase Me From the Clusters. 15 მაისს კვარტეტთან ერთად სწორედ ამ უკანასკნელი ალბომის იმპროვიზებული ვერსიის მოსმენა შეიძლება თბილისის ცირკში.
Your browser doesn’t support HTML5