საქართველოს მთავრობამ 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავება ძირითადი პარამეტრების შეცვლის გარეშე მოახერხა. მინისტრების განცხადებით, შიდაეკონომიის შედეგად, ”ქართული ოცნების” დანაპირების - საყოველთაო დაზღვევის პროგრამის - განხორციელება მოხერხდება. პროექტში შეტანილმა ცვლილებებმა და მთავრობის სხვა გადაწყვეტილებებმა კრიტიკა დაიმსახურა პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და ოპოზიციის მხრიდან.
2 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე სამსაათიანი განხილვის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტმა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავება შეძლო და მას პარლამენტში 5 ნოემბერს წარადგენენ. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე მომზადდა, ”ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირებებს შეესაბამებოდა, ახლა კი მთავრობაში მოსულმა ”ქართულმა ოცნებამ” პროექტში შეტანილი ცვლილებებით ის საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებს მოარგო. იმის შესახებ, თუ რის ხარჯზე მოხდება ეს ცვლილება, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საუბრობს:
"ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას, რადგან მის მომსახურებაში ძალიან დიდი ხარჯებია. 800 000 ლარი მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიის გადასახადისთვის გამოიყო. ასეთი ტიპის დაფინანსებები აღარ იქნება. უფრო მეტსაც გეტყვით, რაც შეეხება პრეზიდენტს, - მე დაწვრილებით დღეს ციფრებს არ დაგისახელებთ, დამატებითი კვლევა მიმდინარეობს და ძალიან ბევრი ხარჯი უნდა შეიკვეცოს, თუ გნებავთ, თვითონ სასახლეც, რაშიც ცხოვრობს დღეს და აგრძელებს იქ ცხოვრებას, მიუხედავად იმ კითხვებისა, რაც არსებობს კონსტიტუციურად... - ჩვენ ვთავაზობთ, რომ, აი, ერთი სართულით დაბლა აქაც არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ოფისი, - ლიფტიც არის მისი, - იმავე ფართობით, რაც ჩემი, პრემიერ-მინისტრის, ფართია, და კეთილი ინებოს და გადმოვიდეს. ის სასახლე მომავალში, როგორც ქვეყნის პირველ პირს, მე მეკუთვნის.”
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. მისი პოზიცია პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმაურა:
„საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების მნიშვნელოვანი ნაწილია. შენობა, სადაც ფუნქციონირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არ გახლავთ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება - ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია. ასევე დემოკრატიის შემადგენელია, შეუთანხმებლობის მიუხედავად, განსხვავებული აზრის მქონე ინსტიტუტების შეგუება.”
პრეზიდენტის სასახლის დაფინანსების საკითხი არ არის ერთადერთი, რის ხარჯზეც მთავრობა ეკონომიის გაკეთებას აპირებს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამოაცხადა, რომ არასწორი ხარჯია 80 მილიონი ლარი, რაც პრეზიდენტის თვითმფრინავის შენახვას თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ხმარდებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა, ხარჯების შემცირებას დაჰპირდნენ უშიშროების საბჭოს, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კითხვის ქვეშ დააყენა უშიშროების საბჭოს მიერ მოთხოვნილი თანხის მოცულობა:
”კითხვა ისმის, თუ გნებავთ, ბოკერიას სამსახურზე. 24 თუ 30 მილიონს ითხოვს. მსგავსი სამინისტრო არის ზაქარეიშვილის, ისეთივე რაოდენობით არის დაკომპლექტებული და მილიონ ორასი ათასი ლარია, რითაც ცხოვრობს და ნორმალურად ცხოვრობს ეს სამინისტრო.”
საბიუჯეტო დაფინანსების შემცირების მცდელობა ამით არ ამოიწურა. მთავრობამ დედაქალაქის მერიის მიმდინარე ბიუჯეტის დაფინანსების რევიზიაც მოახდინა. ბიუჯეტის შესახებ წარმოქმნილ დისკუსიაზე კომენტარი ვთხოვე ”ილიას უნივერსიტეტის“ თანამშრომელს, ეკონომიკის ექსპერტს გიორგი აბაშიშვილს:
”საბიუჯეტო დისკუსიის დროს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა პლანზე წამოსულია არა იმდენად სიღრმისეული დისკუსია და ანალიზი, არამედ ამას თითქოს აქვს ნიშნის მოგების, კონფორმიზმის სახე. ცხადია, ის, რასაც ახალი მთავრობა ამბობს, დამაფიქრებელია, - რა რაში შეიძლება დახარჯულიყო და იხარჯებოდა, - მაგრამ, ჩემი აზრით, ამას უფრო საქმიანი ელფერი უნდა მიეცეს, ვიდრე აქვს".
რაც შეეხება სხვა სამთავრობო უწყებებს, ცნობილი გახდა, რომ 2013 წელს თავად ფინანსთა სამინისტრო 10 პროცენტით ნაკლებს მიიღებს. მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ეს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზე მოხდება, აღარ აშენდება მომსახურების ახალი ობიექტები.
მან საყოველთაო საბაზისო დაზღვევის პროექტის დაფინანსების სხვა წყაროებზეც ისაუბრა:
”დაფინანსების შემცირება შეეხება მხოლოდ ისეთი პროექტების განხორციელებას, რომელთა საჭიროება დღეს საქართველოსთვის არ დგას. მაგალითად, ახალი პარლამენტის შენობას აღარ ავაშენებთ ქუთაისში და ამაზე 340 მილიონ ლარს აღარ დავხარჯავთ. ეს კი სრულიად საკმარისია საყოველთაო ჯანდაცვის პროექტის განსახორციელებლად.”
ფინანსთა მინისტრს არაფერი უთქვამს იმ ხარჯების შესახებ, რაც შეიძლება საჭირო გახდეს თბილისში ძველი პარლამენტის შენობის აღსადგენად. ბოლო ერთი კვირის მანძილზე ამ მიმართულებით საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა აქტივობა შეიმჩნევა, მაგრამ ჯერჯერობით ისინიც ერიდებიან თამამი განცხადებების გაკეთებას. საქმე ისაა, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანის გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობა.
მმართველი კოალიციის - ”ქართული ოცნების” - ერთ-ერთ ლიდერს, კობა დავითაშვილს, სჯერა, რომ უახლოეს მომავალში, ბიუჯეტის განხილვის პროცესში, საპარლამენტო უმრავლესობის რიგები უმცირესობის მაჟორიტარი დეპუტატების ხარჯზე გაიზრდება და კონსტიტუციის შესაცვლელად საჭირო ხმებიც მოგროვდება. კობა დავითაშვილი მაჟორიტარი დეპუტატების საბიუჯეტო მოტივაციაზე საუბრობს:
”მათ აქვთ სახელი კარგი ტრანსფერის მომპოვებლისა და მათი ძირითადი ფუნქცია არის ბიუჯეტის განხილვის დროს მიაღწიონ იმას, რომ მათი რაიონისთვის გამოიყოს ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან. ამას მეორე რამეც უწყობს ხელს: ადგილობრივი რაიონული ბიუჯეტის ფორმირების მთავარი წყარო არის ტრანსფერი ცენტრალური ბიუჯეტიდან და ესეც საკმაოდ მანკიერი პრაქტიკა მგონია. და გამოდის, რომ ეს მაჟორიტარები ინაცვლებენ ერთი მთავრობიდან მეორეში და ისინი ყოველთვის არიან უმრავლესობის წევრები”.
კობა დავითაშვილის მიერ აღწერილი პროცესის შესაძლებლობას კრიტიკულად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი გიორგი აბაშიშვილი:
”ოპოზიციური უმცირესობის გუნდს თუ დატოვებენ მაჟორიტარები რაღაც იდეური შეუთავსებლობის გამო, ეს არის ნორმალური, მაგრამ თუ იმიტომ დატოვებენ, რომ სხვები უფრო მეტ ტრანსფერს დაჰპირდნენ, ეს იქნება -როგორც პოლიტიკურად, ასევე საზოგადოებრივად - ცუდი მოვლენა. დეპუტატების გამო კი არ უნდა გამოიყოფოდეს რაიონის ტრანსფერი, რაიონის ტრანსფერი უნდა გამოიყოფოდეს და მტკიცდებოდეს იმ საჭიროების მიხედვით, რომელიც ამ რაიონს აქვს”.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა 5 ნოემბერს დაიწყება და მაშინ გახდება უფრო კონკრეტულად ცნობილი, ახალი მთავრობა სამთავრობო სტრუქტურებსა თუ ქვეყნის რაიონებს რა მოცულობის დაფინანსებას და ტრანსფერებს შესთავაზებს.
2 ნოემბერს, მთავრობის სხდომაზე სამსაათიანი განხილვის შემდეგ, მინისტრთა კაბინეტმა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავება შეძლო და მას პარლამენტში 5 ნოემბერს წარადგენენ. ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე მომზადდა, ”ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო დაპირებებს შეესაბამებოდა, ახლა კი მთავრობაში მოსულმა ”ქართულმა ოცნებამ” პროექტში შეტანილი ცვლილებებით ის საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებს მოარგო. იმის შესახებ, თუ რის ხარჯზე მოხდება ეს ცვლილება, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საუბრობს:
"ჩვენ მკვეთრად შევამცირებთ პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებას, რადგან მის მომსახურებაში ძალიან დიდი ხარჯებია. 800 000 ლარი მხოლოდ პრეზიდენტის სასახლის ელექტროენერგიის გადასახადისთვის გამოიყო. ასეთი ტიპის დაფინანსებები აღარ იქნება. უფრო მეტსაც გეტყვით, რაც შეეხება პრეზიდენტს, - მე დაწვრილებით დღეს ციფრებს არ დაგისახელებთ, დამატებითი კვლევა მიმდინარეობს და ძალიან ბევრი ხარჯი უნდა შეიკვეცოს, თუ გნებავთ, თვითონ სასახლეც, რაშიც ცხოვრობს დღეს და აგრძელებს იქ ცხოვრებას, მიუხედავად იმ კითხვებისა, რაც არსებობს კონსტიტუციურად... - ჩვენ ვთავაზობთ, რომ, აი, ერთი სართულით დაბლა აქაც არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პრეზიდენტის ოფისი, - ლიფტიც არის მისი, - იმავე ფართობით, რაც ჩემი, პრემიერ-მინისტრის, ფართია, და კეთილი ინებოს და გადმოვიდეს. ის სასახლე მომავალში, როგორც ქვეყნის პირველ პირს, მე მეკუთვნის.”
პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია გამოეხმაურა. მისი პოზიცია პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გაახმაურა:
კითხვა ისმის, თუ გნებავთ, ბოკერიას სამსახურზე. 24 თუ 30 მილიონს ითხოვს. მსგავსი სამინისტრო არის ზაქარეიშვილის, ისეთივე რაოდენობით არის დაკომპლექტებული და მილიონ ორასი ათასი ლარია ...ბიძინა ივანიშვილი
„საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების მნიშვნელოვანი ნაწილია. შენობა, სადაც ფუნქციონირებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია, არ გახლავთ მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის კუთვნილება - ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია. უნდა ითქვას, რომ სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება ყველა ცივილიზებული ქვეყნის დემოკრატიის ნაწილია. ასევე დემოკრატიის შემადგენელია, შეუთანხმებლობის მიუხედავად, განსხვავებული აზრის მქონე ინსტიტუტების შეგუება.”
პრეზიდენტის სასახლის დაფინანსების საკითხი არ არის ერთადერთი, რის ხარჯზეც მთავრობა ეკონომიის გაკეთებას აპირებს.
თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამოაცხადა, რომ არასწორი ხარჯია 80 მილიონი ლარი, რაც პრეზიდენტის თვითმფრინავის შენახვას თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან ხმარდებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გარდა, ხარჯების შემცირებას დაჰპირდნენ უშიშროების საბჭოს, რომელსაც ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა კითხვის ქვეშ დააყენა უშიშროების საბჭოს მიერ მოთხოვნილი თანხის მოცულობა:
”კითხვა ისმის, თუ გნებავთ, ბოკერიას სამსახურზე. 24 თუ 30 მილიონს ითხოვს. მსგავსი სამინისტრო არის ზაქარეიშვილის, ისეთივე რაოდენობით არის დაკომპლექტებული და მილიონ ორასი ათასი ლარია, რითაც ცხოვრობს და ნორმალურად ცხოვრობს ეს სამინისტრო.”
საბიუჯეტო დისკუსიის დროს დამრჩა შთაბეჭდილება, რომ წინა პლანზე წამოსულია არა იმდენად სიღრმისეული დისკუსია და ანალიზი, არამედ ამას თითქოს აქვს ნიშნის მოგების, კონფორმიზმის სახე ...გიორგი აბაშიშვილი