როგორ გაიხსენებთ სკოლის ბოლო ზარს?
Your browser doesn’t support HTML5
საჯარო სკოლებში სწავლის დასრულების აღსანიშნავად რამდენიმე დღეა ბოლო ზარი ირეკება, თეთრ პერანგებსა და წინსაფრებში გამოწყობილი მოსწავლეები ერთმანეთს ფერადი ფლომასტრებით სხვადასხვა სურვილს აწერენ. თუმცა სკოლის დამთავრება ყოველთვის ასე არ აღინიშნებოდა. იმის გასარკვევად, თუ როგორი იყო სხვადასხვა დროს „ბოლო ზარი“ სკოლაში, რადიო თავისუფლებამ მოქალაქეებს კითხვით მიმართა: როგორ გაიხსენებთ სკოლის ბოლო ზარს?