უკვე წელიწადი და ერთი თვეა, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი, ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი, - საქართველოში ამ ერთობ დეფიციტური პროფესიის მაღალკვალიფიციური წარმომადგენელი - გოჩა გოშაძე, რომელიც არაერთხელ სრულიად უანგაროდ დამდგომია გვერდში მეც და სხვა ბევრ ადამიანს, ვისაც მისი დახმარება დასჭირვებია, ციხეში იმყოფება. სასამართლომ იგი საშიშ დამნაშავედ ცნო და სამი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, აგრეთვე ხუთი წლით სამედიცინო პრაქტიკის, პედაგოგიური საქმიანობისა და საჯარო-სახელმწიფო სამსახურებში მუშაობის უფლება ჩამოართვა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის ყოფილი მეცნიერ-თანამშრომელი გოჩა გოშაძე, რომელიც წლების მანძილზე ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაზე მუშაობდა, პოლიციამ მარიხუანის მოხმარებისა და კულტივირების ბრალდებით დააკავა. იმის გამო, რომ მას სახლში ქოთანში დათესილი კანაფი აღმოაჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაპოვნი კანაფის სიმცირის გამო გამსაღებლობა ვერ დაბრალდებოდა, გოჩა გოშაძე საშიშ დამნაშავედ შეირაცხა და, შესაბამისად, მისი შეწყალების საქმე არც რომელიმე კომისიას განუხილავს და მასზე არც ამნისტია გავრცელებულა.
ვინაიდან გოჩა გოშაძე არც პოლიტიკური აქტივისტი ყოფილა და არც რომელიმე გავლენიანი რელიგიური, ეკონომიკური თუ ბიზნესჯგუფის წარმომადგენელი, ამ პიროვნების ბედით არც ადამიანის უფლებათა დამცველები დაინტერესებულან. საქართველოში ხომ სამართლიანობა გარკვეულ პოლიტიკურ კონიუნქტურაზე უნდა იყოს მიბმული, რომ ის სკანდალში გადაიზარდოს და მისგან პოლიტიკური დივიდენდების ამოღება მოხერხდეს. სხვა შემთხვევაში ადამიანი ხომ ანონიმური სტატისტიკის ერთი უმნიშვნელო ერთეულია, რომლის ბედ-იღბალი ყოველთვის რომელიღაც „მაღალი“ იდეალების ჩრდილში იკარგება.
რა არის მარიხუანა და რატომ მიიჩნევა მისი მოხმარება ან კულტივირება (მოყვანა) დანაშაულად? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არა მხოლოდ იურისპრუდენციის კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნება, არამედ ის სოციალურ და კულტურულ პრობლემებზეა გადაბმული და, ამდენად, მას პოლიტიკისა და მორალის კუთხიდანაც უნდა შევხედოთ. თუ რა კავშირშია პოლიტიკა და მორალი მარიხუანის მოხმარებასთან, ამაზე ცოტა მოგვიანებით. მანამდე მოკლედ გავიხსენოთ ამ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისა და კრიმინალიზაციის ისტორია.
მარიხუანას და ჰაშიშს „მსუბუქ ნარკოტიკებს“ უწოდებენ და ისინი ყველაზე მეტად გავრცელებული მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული ნივთიერებებია. ორივე საკმაოდ მრავალდანიშნულებიანი ბალახეული მცენარისგან მიიღება, რომელიც კანაფის სახელითაა ცნობილი. სიტყვა „მარიხუანა“ მექსიკური ესპანურიდან გავრცელდა, „ჰაშიში“ კი არაბულიდან. მარიხუანა მდედრი კანაფის კვირტებია, ხოლო ჰაშიში კანაფის ყვავილის მტვრის, ზეთისა და ცვილის ნარევი. ორივე მათგანი ძირითადად ინჰალაციის მეშვეობით გამოიყენება და მათ ურთიერთმსგავსი როგორც ფსიქოაქტიური, ასევე გამაბრუებელი ზემოქმედება აქვთ, რომელიც მდედრი კანაფის მიერ გამოყოფილი ნივთიერების, ტეტრაჰიდროკანაბინოლის (THC) შედეგია. მარიხუანას და კანაფს ზოგი დოპინგად იყენებს, ზოგიც დამამშვიდებელ საშუალებად.
თავდაპირველად კანაფის ნარკოტიკული თვისებები რიტუალური და სამედიცინო დანიშნულებით გამოიყენებოდა, რაც ძველ ინდოეთსა და ჩინეთში უკვე ძველი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულიდან დასტურდება. მას, უპირველეს ყოვლისა, გამაყუჩებელ და საძილე საშუალებად იყნებდნენ, თუმცა როგორც შორეულ აღმოსავლეთში, ასევე კოლუმბამდელ ამერიკაში, კანაფის სხვა მრავალი სამკურნალო თვისებაც იყო ცნობილი. ევროპაში კანაფის ფართოდ გავრცელება და მისი აღმოსავლეთიდან ექსპორტი ჯვაროსნულ ომებს უკავშირდება. XII საუკუნიდან მოყოლებული მის მოშენებას უკვე ევროპის მონასტრები იწყებენ, სადაც ბერ-მონაზვნები მისგან სხვადასხვა სახის მედიკამენტებს ამზადებდნენ. კანაფის სამკურნალო თვისებათაგან, გარდა საძილე და ანტიდეპრესიული საშუალებებისა, ცნობილია მისი ანტიალერგიული, ანტიეპილეპტიკური და ანტიასთმატური თვისებები. ტრადიციულ მედიცინაში ის შაკიკის საწინააღმდეგო საშუალებაა. კანაფის ზეთი კი კანის დაავადებების სამკურნალო მალამოებში გამოიყენება. XIX საუკუნის ევროპაში ჰაშიშის გამოყენება ფსიქიატრებმა დაიწყეს: როგორც აფროდიზიაკი და მსუბუქი ჰალუცინოგენი ფსიქიატრებს მთელი რიგი ფსიქიკური დარღვევების ექსპერიმენტულ შესწავლაში ეხმარებოდა.
თუმცა მარიხუანა და ჰაშიში, უპირველეს ყოვლისა, მაინც სიამოვნების საშუალებებია. შესაბამისად, ისინი ყველაზე ფართოდ სწორედ ამ მიზნით მოიხმარება და XIX საუკუნიდან მოყოლებული ბოჰემური კულტურის უცვლელი ატრიბუტიცაა და მათ არაერთი დიდი მწერალი, ხელოვანი თუ მეცნიერი შთაგონების მიზნით იყენებდა. ნარკოტიკული ნივთიერება THC ამძაფრებს შეგრძნებებს, აძლიერებს ხმების, ფერების, გემოს აღქმას, ააქტიურებს შემოქმედებით პროცესს, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად არ გულისხმობს იმას, რომ მისი მოხმარება საკმარისია ხელოვანად ქცევისათვის: ფსიქოაქტიური ზემოქმედებით არაცნობიერი ფსიქიკური პროცესი სტიმულირდება და მას ფსიქიკაში მოქმედი შემაფერხებელი მექანიზმების შესუსტებით ადამიანში მხოლოდ უკვე არსებული შემოქმედებითი პოტენციალისა და ინტელექტის წახალისება შეუძლია.
XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე სხვადასხვა სახის მსუბუქი და მძიმე (ოპიატები, კოკაინი) ნარკოტიკები მთელ მსოფლიოში იმდენად გავრცელდა, რომ 1925 წელს ჟენევაში მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებით, რომელიც ძირითადად ოპიატების (ჰეროინი, მორფიუმი) აკრძალვისაკენ იყო მიმართული, მარიხუანა და ჰაშიშიც ნარკოტიკულ ნივთიერებებად შეირაცხა და აიკრძალა. ამ შეთანხმებას მხოლოდ ინდოეთმა და რამდენიმე აზიურმა სახელმწიფომ არ მოაწერა ხელი. XX საუკუნის 60-იანი წლებიდან კი მთელ დასავლურ სამყაროში ნარკოტიკების რენესანსი იწყება. განსაკუთრებით ჰიპების მოძრაობამ დასავლეთის სახელმწიფოთა იურისპრუდენცია აიძულა შეერბილებინათ მსუბუქი ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება და მათი მომხმარებლების მიმართ სამართლებრივი დევნა შეჩერებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ჰოლანდიის გარდა ისინი დღესდღეისობით არსად თავისუფალ გაყიდვაში არაა, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში არსებობს ე.წ. „ტოლერანტობის ზღვარი“, რაც მარიხუანისა და ჰაშიშის მოხმარებას არ დევნის და არც განსაზღვრული რაოდენობით მათი შენახვა არ მიიჩნევა კრიმინალად. ამასთანავე უკვე რამდენიმე წელია დასავლეთის ზოგიერ ქვეყანაში, მათ შორის, ამერიკის რამდენიმე შტატში მარიხუანა ექიმის რეცეპტით გაიცემა როგორც დამამშვიდებელი და ანტიდეპრესიული საშუალება.
გასული საუკუნის მიწირულს დასავლეთ ევროპის პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებით მწვანეთა პარტიებში გაჩნდა მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს მსუბუქი ნარკოტიკების სრულ ლეგალიზაციას. ლეგალიზაციის მომხრეთა მთავარი არგუმენტი ისაა, რომ მარიხუანა და ჰაშიში ბევრად უფრო ნაკლებად მავნებელი სიამოვნების საშუალებებია, ვიდრე ალკოჰოლი და ნიკოტინი, თუნდაც იმიტომ, რომ მათი მიღება ადამიანის ორგანიზმში არანაირ ფიზიოლოგიურ დამოკიდებულებას არ იწვევს. გარდა ამისა, ევროპაში მსუბუქი ნარკოტიკების კრიმინალიზაციის არგუმენტი თავის დროზე არა იმდენად სამედიცინო, არამედ ზოგჯერ ღიად რასისტულიც იყო და მათი მოხმარება „ზანგებისა“ და სხვა „დაბალი რასის“ წარმომადგენელთა ჩვევად ცხადდებოდა. მარიხუანას ლეგალიზაციის მომხრე ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი თუ მეცნიერი ლაპარაკობს ალკოჰოლის მწარმოებელთა და გამსაღებელთა ლობიზეც, რომლებსაც მარიხუანისა და ჰაშიშის სახით სერიოზული ლეგალური კონკურენტის გამოჩენის ეშინიათ. ლეგალიზაციის მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი კი ისაა, რომ THC, განსაკუთრებით მოზარდებში, თუკი ისინი გენეტიკურად მიდრეკილები არიან ფსიქიკური დაავადებების მიმართ, ფსიქოტურ დარღვევებს აძლიერებს, თუმცა კი ამ პრობლემის დარეგულირების ყველაზე ეფექტიანი საშუალება ისევ ლეგალიზაციაა, რამდენადაც სახელმწიფოს ყველაზე უკეთ ლეგალური პროდუქტის გაკონტროლება შეუძლია.
საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობის მხრიდან მარიხუანისა და ჰაშიშის მოხმარების დევნა, რომელიც სააკაშვილისეული „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგია, არათუ უმართებულო და არაეფექტიანია, არამედ კორუფციისა და მორალური თვალთმაქცობის სამარცხვინო გამოვლინებაც: გარდა იმისა, რომ ამ კანონით მრავალი ადამიანის კრიმინალიზაცია და ამით მათი ცხოვრების დანგრევა მოხდა, ის მოსახლეობის დაშანტაჟებისა და მანიპულაციის ინსტრუმენტიცაა. აკრძალული პროდუქტი იმ ადამიანების პრივილეგიად იქცა, რომლებიც საკუთარი თანამდებობრივი თუ ოჯახურ-ნათესაობრივი მდგომარეობით იურისპრუდენციის თვალყურს მოკლებული არიან. ამგვარი პოლიტიკური წყობილება ფეოდალურ პრინციპებზეა დაფუძნებული და მასში სიამოვნებაზე უფლება მხოლოდ გაბატონებული ფენების პრივილეგიაა. საქართველო სანამ ამგვარი ცნობიერებისგან არ გათავისუფლდება, ის არა დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, არამედ, უკეთეს შემთხვევაში, ერთმორწმუნე რუსეთის მენტალური პროვინცია იქნება.
დაბოლოს, აუცილებლად მიმაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა მარიხუანისა და ჰაშიშის არა მხოლოდ დეკრიმინალიზაცია მოახდინოს, არამედ ყველა ის პიროვნება, ვინც ამ მუხლით იყო გასამართლებული, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს და სრულ რეაბილიტაციასთან ერთად კომპენსაციაც მიიღოს სახელმწიფოსაგან მათ მიმართ განხორციელებული უსამართლობის გამო.