ერთი საკანონმდებლო ინიციატივის გამო ექსპერტებისა და ბიზნესმენების ნაწილი ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის შესახებ ალაპარაკდნენ. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, საბანკო ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის სტრუქტურას უნდა გამოეყოს.
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივა მას შემდეგ დაიბადა, რაც მმართველი პოლიტიკური ძალის არაერთმა წარმომადგენელმა პირდაპირ თუ ირიბად ლარის გაუფასურებაში დაადანაშაულა ეროვნული ბანკი. ორიოდე კვირის წინ კი ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ეჭვქვეშ დააყენა მსხვილი ბანკების საქმიანობაც.
ასევე ხელისუფლებასთან დაახლოებული ექსპერტები დაუფარავად ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ ბანკების ზედამხედველობას იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილის კადრები ხელმძღვანელობენ.
Your browser doesn’t support HTML5