14 მაისს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი ტრადიციული პრესკონფერენცია ავღანეთში სამშვიდობო მისიის დროს დაღუპული სამი ქართველი ჯარისკაცის ოჯახების მიმართ მისამძიმრებით დაიწყო. მთავრობის მიღწევებისა თუ გამოწვევების შესახებ მას სიტყვა არ გაუგრძელებია - ეს ინფორმაცია შეკრებილ ჟურნალისტებს წერილობითი სახით დაურიგეს. შესავალ სიტყვაში ივანიშვილმა მხოლოდ რამდენიმე აქცენტი დასვა, შემდეგ კი ჟურნალისტების კითხვებს ორსაათ-ნახევრის განმავლობაში პასუხობდა.
ბიძინა ივანიშვილს შესავალი სიტყვისთვის ხუთი წუთი ეყო. მან თქვა, რომ ახალ ხელისუფლებას ნახევარი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ პრინციპულად შეცვლილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება ახალი მმართველი გუნდის მიმართ, რომელსაც აღარ უწევს თავის მართლება დასავლეთის წინაშე. შეეხო სოფლის მეურნეობისა და შს სამინისტროების ჩინოვნიკების დაკავების ფაქტებს და თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა დაისჯება. ბოლოს კი კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ. მარგველაშვილის კანდიდატურა, ივანიშვილის განცხადებით, არ შეიცვლება.
მედია განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ბოლო დღეების აქტუალური თემით, შს მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის პასუხისგებაში მიცემის საკითხით, რაც მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებას უკავშირდება. ივანიშვილს რამდენჯერმე ჰკითხეს, ამ დანაშაულის გამო ხომ არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს და, ასევე, პრემიერის მრჩეველს, გია ხუხაშვილსო. როგორც ცნობილია, ვიდეომასალის გავრცელებაში მოქალაქემ სწორედ ეს ორი ადამიანი დაადანაშაულა. პრემიერის პასუხი ასეთი გახლდათ:
”ჯერ არც ერთი მაკომპრომეტირებელი მასალა იმისა, რომ გია ხუხაშვილი და ლაშა ნაცვლიშვილი უნდა დასაჯონ, არ წარმოუდგენია არავის და მთელი საზოგადოება დგას ყირაზე. მათ, ვინც ამ ადამიანებს ბრალს სდებს, მოუწევთ ამ საბუთების წარმოდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც მოუწევთ პასუხი აგონ ამ შანტაჟზე. გელა ხვედელიძე სწორედ მათ შანტაჟს შეეწირა და დაარღვია კანონი და ის ამისთვის დაისჯება”.
ივანიშვილი შიდაპოლიტიკურ ვითარებსაც გამოეხმაურა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ განაცხადა, ეს პარტია ყოველდღიურად უკან მიდის, თუმცა საფრთხეს ამ პოლიტიკური ძალის დაშლის შემთხვევაში ვერ ვხედავო:
”“ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნათქვამებს ფასი აღარ აქვთ, შალვა ნათელაშვილს ემსგავსებიან. ვერც მათი დაშლა წარმომიდგენია საფრთხედ. ხოლო თუ ისინი ვერ მოახერხებენ კონსტრუქციულ ოპოზიციონერობას და ჩვენ დავრჩებით ოპოზიციის გარეშე, ჩვენ ამის თადარიგი დიდი ხნის წინ დავიჭირეთ - კოალიციაში არსებობს რამდენიმე პარტია და თუ გარე ძალა არ იქნება, ბუნებრივად მოხდება ის, რომ პარტიები თავად მოახერხებენ ერთმანეთის ოპონირებას”.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, კიდევ რა სახის დახმარებას ელის, რეფორმების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველო უახლოეს ხანებში ევროპისგან და როდისთვის უნდა ველოდეთ ივანიშვილის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრემიერის თქმით, ევროპას სამართლიანობის აღგენის კუთხით საქართველოსთან კითხვები აღარ აქვს, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ იქნება. სხვა მხრივ, საქართველოს კვლავაც ექნება დასავლეთის მხარდაჭერა სხვადასხვა რეფორმების განხორციელებაში. რაც შეეხება ზოგადად დასავლეთის მხარდაჭერას და მის მომავალ ვიზიტს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ წასვლა მისთვის პრობლემა არ არის, თუმცა ჯერ ქვეყნის შიგნით არის ვითარება დასალაგებელი:
”მე ვფიქრობ, რომ მათი დახმარება (სასამართლოს კუთხით გპასუხობთ), საჭირო აღარ არის. საერთოდ კი, ევროპისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სხვა - ეკონომიკურ თუ სხვა სახის - რეფორმებში დახმარების დიდი იმედი გვაქვს. რაც შეეხება ჩემს ვიზიტებს, ნამდვილად არ მაქვს არსად წასვლის პრობლემა. უბრალოდ, მე ვფიქრობ, რომ უფრო მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნის შიგნით დავლაგდეთ. შეიცვალა აქცენტი, რომელიც არასწორად ჰქონდა დასმული წინა ხელისუფლებას და ანგარიშვალდბეული იყო სწორედ საზღვარგარეთ, ევროპელებთან და ამერიკელებთან, საქართველოს საზოგადოებას კი იგნორირებას უკეთებდა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი იყო. ისე კი, არც ერთ ქვეყანაში ვიზიტის პრობლემა არ მაქვს და, მათ შორის, არც ამერიკაში. ჩვენი სურვილი სწორედ ესაა, რომ მაქსიმალურად კარგად ვაჩვენოთ ჩვენი სახე სწორედ ამერიკელებს, ჩვენს მთავარ პარტნიორ ქვეყანას”.
პრემიერის მისამართით ასევე არაერთი კითხვა დაისვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 5-დან 3%-მდე შემცირების თაობაზე. თუმცა ივანიშვილი აცხადებს, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს:
”ეკონომიკის ზრდა წინა ხელისუფლების პირობებში იყო ხელოვნური მეთოდებით გამოწვეული, რაც წინააღმდეგობაში მოდის ყველანაირ განვითარებასთან. ჩვენ ეკონომიკა ზედმეტი ჩარევისგან გავათავისუფლეთ, დავხვეწეთ და კიდევ უფრო დავხვეწთ ეკონომიკურ კანონებს. როგორც გითხარით, მეორე წელს ჩვენ დავინახავთ ეკონომიკური ზრდის ნიშნებს, მესამე წელი იქნება უკვე კარგი”.
ივანიშვილის პასუხების უმრავლესობით უკმაყოფილოა და არაერთი დამატებითი კითხვაც გაუჩნდა „საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელს ნიკა ჩიტაძეს:
”არცთუ ისე შთამბეჭდავი იყო გამოსვლა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. იგივე თუნდაც მისი განცხადება ავიღოთ, რომ ”ნაცმოძრაობაში” ის რეალურ კონკურენტს ვერ ხედავს. უცნაურია. თუ ვერ ხედავს კონკურენტს, მაშინ რატომ ახსენებს ყოველ ჯერზე ამ პარტიას და მისი ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდს?.. ასევე ივანიშვილის განცხადება, რომ შევარდნაძის დროს საქართველოში ეკონომიკური ზრდა იყო 10%, ხოლო ვარდების რევოლუციის შემდეგ 5%, აშკარად არ შეესაბამება რეალობას, რადგან 2007-ში, ომამდე, ქვეყნის ეკონომიკას 11%-იანი ზრდა ჰქონდა. ასევე გამოვყოფდი მის განცხადებას, რუსეთთან ყველა ჩვენი წარმატებული ნაბიჯი ჩვენი ოპონენტების აგრესიას იწვევსო. მაინტერესებს, რა იგულისხმება ამ წარმატებულ ნაბიჯებში - საქართველოს 22 მოქალაქე, საჩხერეში მცხოვრები, რომ დააკავეს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე? ეს წარმატებული ნაბიჯია? არა მგონია”.
14 მაისს ბიძინა ივანიშვილმა განმარტა, რომ დღეს პროკურატურა უამრავ საქმეს იძიებს, თუმცა ხალხის მასობრივად დაპატიმრება სასურველი არ იქნება, ე.წ. პოლიტიკური ამნისტია კი, სავარაუდოდ, მხოლოდ საშუალო და ქვედა რგოლის თანამდებობის პირებს შეეხებათ.
„საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახი კახიშვილი ეხმაურება პოლიტიკური ამნისტიის აქტის მიღების ამბავს და ფიქრობს, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს, რადგან პროკურატურას ისედაც აქვს დისკრეციული უფლება შეწყვიტოს სისხლის სამართლის საქმე, თუ პირის დანაშაული დადგინდა, მაგრამ ეს დანაშაული არ წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისთვის და დაზარალებულს არა აქვს პრეტენზია. და მეორეც, კახი კახიშვილის თქმით, სამართლიანობის აღდგენა მაინცდმაინც ვიღაცის ციხეში ჩასმას არ გულისხმობს:
”მე ასე მესმის სამართლიანობის აღდგენა, რომ იმ ადამიანებს, ვისაც ამ 9 წლის განმავლობაში უფლება ჰქონდა შელახული, სწორედ მათი უფლებები უნდა იყოს აღდგენილი, მათ უნდა დაუბრუნდეს, რაც წაართვეს, ან შესთავაზონ კომპენსაცია. არ უნდა ჩამოყალიბდეს ეს აზრი, რომ სამართლიანობის აღდგენა მხოლოდ ადამიანის ციხეში ჩასმას ნიშნავს”.
ორსაათ-ნახევრის განმავლობაში პრემიერმა ივანიშვილმა მედიის წარმომადგენლებს რამდენჯერმე მოუწოდა კორექტულობისკენ და მათ, დასმული კითხვების გამო, ”რუპორები” უწოდა, ჟურნალისტებს კი პრემიერისთვის იმის ახსნა მოუხდათ, რომ ისინი ჟურნალისტები არიან და, ამდენად, უფლება აქვთ და ევალებათ კიდეც დასვან ყველა ის კითხვა, რაც საყურადღებოდ მიაჩნიათ.
კიდევ ერთი საკითხი, რომლის თაობაზეც მედიის წარმომადგენლები პრემიერის აზრით დაინტერესდნენ, 17 მაისს, ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში დაგეგმილი აქცია იყო. ამ აქციას, როგორც ცნობილია, მოქალაქეების ერთი ნაწილი გააპროტესტებს. ივანიშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ლგბტ ადამიანების უფლებები დაცული იყოს.
ბიძინა ივანიშვილს შესავალი სიტყვისთვის ხუთი წუთი ეყო. მან თქვა, რომ ახალ ხელისუფლებას ნახევარი წელი დასჭირდა იმისათვის, რომ პრინციპულად შეცვლილიყო საერთაშორისო თანამეგობრობის დამოკიდებულება ახალი მმართველი გუნდის მიმართ, რომელსაც აღარ უწევს თავის მართლება დასავლეთის წინაშე. შეეხო სოფლის მეურნეობისა და შს სამინისტროების ჩინოვნიკების დაკავების ფაქტებს და თქვა, რომ კანონის წინაშე ყველა დაისჯება. ბოლოს კი კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მიმართ. მარგველაშვილის კანდიდატურა, ივანიშვილის განცხადებით, არ შეიცვლება.
მედია განსაკუთრებით იყო დაინტერესებული ბოლო დღეების აქტუალური თემით, შს მინისტრის მოადგილის, გელა ხვედელიძის პასუხისგებაში მიცემის საკითხით, რაც მოქალაქის პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოკადრების გავრცელებას უკავშირდება. ივანიშვილს რამდენჯერმე ჰკითხეს, ამ დანაშაულის გამო ხომ არ დაეკისრება პასუხისმგებლობა მთავარი პროკურორის მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილს და, ასევე, პრემიერის მრჩეველს, გია ხუხაშვილსო. როგორც ცნობილია, ვიდეომასალის გავრცელებაში მოქალაქემ სწორედ ეს ორი ადამიანი დაადანაშაულა. პრემიერის პასუხი ასეთი გახლდათ:
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნათქვამებს ფასი აღარ აქვთ, შალვა ნათელაშვილს ემსგავსებიან. ვერც მათი დაშლა წარმომიდგენია საფრთხედ...ბიძინა ივანიშვილი
ივანიშვილი შიდაპოლიტიკურ ვითარებსაც გამოეხმაურა. მან „ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ განაცხადა, ეს პარტია ყოველდღიურად უკან მიდის, თუმცა საფრთხეს ამ პოლიტიკური ძალის დაშლის შემთხვევაში ვერ ვხედავო:
”“ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ნათქვამებს ფასი აღარ აქვთ, შალვა ნათელაშვილს ემსგავსებიან. ვერც მათი დაშლა წარმომიდგენია საფრთხედ. ხოლო თუ ისინი ვერ მოახერხებენ კონსტრუქციულ ოპოზიციონერობას და ჩვენ დავრჩებით ოპოზიციის გარეშე, ჩვენ ამის თადარიგი დიდი ხნის წინ დავიჭირეთ - კოალიციაში არსებობს რამდენიმე პარტია და თუ გარე ძალა არ იქნება, ბუნებრივად მოხდება ის, რომ პარტიები თავად მოახერხებენ ერთმანეთის ოპონირებას”.
რადიო თავისუფლება დაინტერესდა, კიდევ რა სახის დახმარებას ელის, რეფორმების ხელშეწყობის თვალსაზრისით, საქართველო უახლოეს ხანებში ევროპისგან და როდისთვის უნდა ველოდეთ ივანიშვილის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრემიერის თქმით, ევროპას სამართლიანობის აღგენის კუთხით საქართველოსთან კითხვები აღარ აქვს, ქვეყანაში შერჩევითი სამართალი არ იქნება. სხვა მხრივ, საქართველოს კვლავაც ექნება დასავლეთის მხარდაჭერა სხვადასხვა რეფორმების განხორციელებაში. რაც შეეხება ზოგადად დასავლეთის მხარდაჭერას და მის მომავალ ვიზიტს, ივანიშვილმა განაცხადა, რომ წასვლა მისთვის პრობლემა არ არის, თუმცა ჯერ ქვეყნის შიგნით არის ვითარება დასალაგებელი:
პრემიერის მისამართით ასევე არაერთი კითხვა დაისვა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის 5-დან 3%-მდე შემცირების თაობაზე. თუმცა ივანიშვილი აცხადებს, რომ განგაშის საფუძველი არ არსებობს:
არცთუ ისე შთამბეჭდავი იყო გამოსვლა, როგორც ეს მოსალოდნელი იყო. იგივე თუნდაც მისი განცხადება ავიღოთ, რომ ”ნაცმოძრაობაში” ის რეალურ კონკურენტს ვერ ხედავს. უცნაურია. თუ ვერ ხედავს კონკურენტს, მაშინ რატომ ახსენებს ყოველ ჯერზე ამ პარტიას...ნიკა ჩიტაძე