ევრაზიული კავშირის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიერ 4 სექტემბერს გაკეთებული განცხადების გამო, შეიძლება ითქვას, საზოგადოების ერთ ნაწილს განგაშის ტალღამ გადაუარა. შექმნილ სიტუაციას ამძაფრებს ფონი სომხეთის გადაწყვეტილებისა, რომ ის მზად არის ჩაერთოს რუსეთის ხელისუფლების მიერ ინიცირებული გაერთიანების - ევრაზიის ეკონომიკური კავშირის - შექმნის პროცესში. რამდენად ეწინააღმდეგება ბიძინა ივანიშვილის განცხადების შინაარსი საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისა და ნატოსკენ და რამდენად საფუძვლიანია საზოგადოების ერთი ნაწილის შეშფოთება?
ყოველთვის, როცა ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებდნენ (და ეს ბოლო პერიოდის საქართველოში ხშირად ხდებოდა), „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ ”ქართული ოცნების” ლიდერი საქართველოს ევრაზიული კავშირისკენ მიაქანებს და რომ ეს დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ევრაზიული
კავშირისადმი, რომელიც ბევრისთვის რუსეთის მიერ საბჭოთა კავშირის გაცოცხლების მცდელობად აღიქმება, თავად ბიძინა ივანიშვილს თავისი დამოკიდებულება მანამდე არასოდეს გამოუხატავს. 4 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი მან ამ კავშირში გაწევრიანების პერსპექტივა არ გამორიცხა:
„ევრაზიულ კავშირს რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა. ამ ეტაპზე არა გვაქვს პოზიცია“.
ევრაზიული კავშირისადმი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე, როცა მას გაწევრიანების შესაძლო ინტერესთან დაკავშირებული შეკითხვა დაუსვეს. მისმა პასუხმა საზოგადოების ერთი ნაწილის შეშფოთება გამოიწვია - მით უმეტეს, მეზობელი სომხეთის მიერ 3 სექტემბერს გახმაურებული გადაწყვეტილების ფონზე. გავიხსენოთ, რომ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის განცხადებით, მისმა ქვეყანამ გადაწყვიტა შეუერთდეს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ „საბაჟო კავშირს“ და, შესაბამისად, ჩაერთოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის პროცესში. „საბაჟო კავშირის“ წევრმა ქვეყნებმა - რუსეთმა, ბელორუსიამ და ყაზახეთმა - 2012 წელს დააარსეს „ერთიანი ეკონომიკური სივრცე“, რის მიზნადაც დასახელდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნა, ევროპის კავშირის მოდელის მიხედვით. მოსკოვი აშკარად ცდილობს, რომ თავისი პოზიციის გაზიარებისკენ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც უბიძგოს. ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის 4 სექტემბრის განცხადებას ჩვენთან საუბრისას ”ანტისახელმწიფოებრივი” უწოდა „რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ. ანალიტიკოსის აზრით, განცხადება, რომლის შინაარსიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის მტკიცე არჩევანს ევროკავშირისა და ნატოს სასარგებლოდ, რუსეთს გაუჩენს იმის განცდას, რომ, ზეწოლის შემთხვევაში, სომხეთს შესაძლოა საქართველომაც მიბაძოს:
”პრაქტიკულად ჩვენ გავხსენით სადისკუსიო სივრცე რუსეთთან ამ განცხადებით, რომ - თუ საინტერესო იქნება, ჩვენ შეიძლება შევიდეთ... აი, ახლა, რუსეთისკენ არის ამოცანა, ცინიკურად რომ ვთქვათ, საინტერესოობა დაგვანახვოს ამისა. საინტერესოობის დანახვების ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს რუსეთს - დაწყებული მავთულხლართებით და დამთავრებული ტერორისტების თემით, ეკონომიკური ბერკეტებით და ასე შემდეგ”.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებას უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდანაც, თუმცა კრიტიკის ტონი ბევრს შერბილებული ეჩვენა რუსეთთან ფარული კავშირის კონტექსტში ივანიშვილის მიმართ უწინ გახმაურებულ ბრალდებებთან შედარებით. მართალია, 4 სექტემბერს პარლამენტის სხდომაზე დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა ”კატასტროფული” უწოდა და უარყოფითი შედეგებიც ივარაუდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრის განცხადების შინაარსი მან რეალური განზრახვის ჭრილში მაინც არ განიხილა:
”საერთაშორისო ან რუსულ პრესაში დღევანდლის მერე გაჩენილი განცხადებები, რომ საქართველო არ გამორიცხავს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, მთლიანად იქნება მისი პასუხისმგებლობა ამ აბსოლუტურად დაუფიქრებელი და გაუაზრებელი განცხადების შემდეგ. მე იმედი მაქვს, რომ პრემიერ-მინისტრმა მოიტყუა; მე იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა არ სწავლობს ამ შესაძლებლობას; მე იმედი მაქვს, რომ ეს შესაძლებლობა სერიოზულ განხილვაში არ არის და ეს იყო რუსეთთან გარკვეული კეკლუცობის მორიგი რაუნდი და არა სერიოზული პოლიტიკური განზრახვა, რომ საქართველოს მთავრობამ განიხილოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება”.
გოკა გაბაშვილს გამოსვლის ბოლო ნაწილის შინაარსი ოთხშაბათის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმაც დაუდასტურა, ოდნავ უფრო ადრე კი საზოგადოების აღშფოთებული ნაწილის დამშვიდება საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ სცადა. მისი თქმით, ევრაზიული კავშირის მიმართ ზოგადი ინტერესი ბუნებრივია და ამ პროცესებს, საქართველოს გარდა, ევროკავშირიც ყურადღებით აკვირდება. თუმცა მინისტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკის ქვაკუთხედს კვლავაც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს და ეს პრემიერ-მინისტრის მკაფიო პოზიციაც არის. განცხადებები იმის შესახებ, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და მას ალტერნატივა არა აქვს, პრემიერ-მინისტრმა მანამდეც არაერთხელ გააკეთა და ეს მან 2 სექტემბერსაც აღნიშნა, როცა ის თბილისში ამბასადორიალზე შეკრებილ დიპლომატებს მიმართავდა.
როგორც „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელმა კახა გოგოლაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, როცა მთავრობა ასე ცდილობს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას, ბიძინა ივანიშვილი რუსეთის გაღიზიანებას ერიდება და სიფრთხილეს იჩენს რეალური პოზიციის გამოხატვასთან მიმართებით. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება საქართველოს მთავრობის რეალური განზრახვა არ არის და რომ, მიმდინარე ინტენსიური კომუნიკაციის პირობებში, პრემიერ-მინისტრის მსგავს ”ბუნდოვან” განცხადებებს საერთაშორისო თანამეგობრობაც დიპლომატიურ განცხადებებად აღიქვამს.
ყოველთვის, როცა ბიძინა ივანიშვილს რუსეთთან ფარულ გარიგებაში ადანაშაულებდნენ (და ეს ბოლო პერიოდის საქართველოში ხშირად ხდებოდა), „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ ”ქართული ოცნების” ლიდერი საქართველოს ევრაზიული კავშირისკენ მიაქანებს და რომ ეს დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. ევრაზიული
ევრაზიულ კავშირს რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა. ამ ეტაპზე არა გვაქვს პოზიცია...ბიძინა ივანიშვილი
„ევრაზიულ კავშირს რაც შეეხება, მე ყურადღებით ვუყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა. ამ ეტაპზე არა გვაქვს პოზიცია“.
ევრაზიული კავშირისადმი დამოკიდებულება ბიძინა ივანიშვილმა გამოხატა ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე, როცა მას გაწევრიანების შესაძლო ინტერესთან დაკავშირებული შეკითხვა დაუსვეს. მისმა პასუხმა საზოგადოების ერთი ნაწილის შეშფოთება გამოიწვია - მით უმეტეს, მეზობელი სომხეთის მიერ 3 სექტემბერს გახმაურებული გადაწყვეტილების ფონზე. გავიხსენოთ, რომ სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანის განცხადებით, მისმა ქვეყანამ გადაწყვიტა შეუერთდეს რუსეთის ხელმძღვანელობით მოქმედ „საბაჟო კავშირს“ და, შესაბამისად, ჩაერთოს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნის პროცესში. „საბაჟო კავშირის“ წევრმა ქვეყნებმა - რუსეთმა, ბელორუსიამ და ყაზახეთმა - 2012 წელს დააარსეს „ერთიანი ეკონომიკური სივრცე“, რის მიზნადაც დასახელდა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნა, ევროპის კავშირის მოდელის მიხედვით. მოსკოვი აშკარად ცდილობს, რომ თავისი პოზიციის გაზიარებისკენ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებსაც უბიძგოს. ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის 4 სექტემბრის განცხადებას ჩვენთან საუბრისას ”ანტისახელმწიფოებრივი” უწოდა „რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ. ანალიტიკოსის აზრით, განცხადება, რომლის შინაარსიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს ხალხის მტკიცე არჩევანს ევროკავშირისა და ნატოს სასარგებლოდ, რუსეთს გაუჩენს იმის განცდას, რომ, ზეწოლის შემთხვევაში, სომხეთს შესაძლოა საქართველომაც მიბაძოს:
”პრაქტიკულად ჩვენ გავხსენით სადისკუსიო სივრცე რუსეთთან ამ განცხადებით, რომ - თუ საინტერესო იქნება, ჩვენ შეიძლება შევიდეთ... აი, ახლა, რუსეთისკენ არის ამოცანა, ცინიკურად რომ ვთქვათ, საინტერესოობა დაგვანახვოს ამისა. საინტერესოობის დანახვების ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს რუსეთს - დაწყებული მავთულხლართებით და დამთავრებული ტერორისტების თემით, ეკონომიკური ბერკეტებით და ასე შემდეგ”.
საერთაშორისო ან რუსულ პრესაში დღევანდლის მერე გაჩენილი განცხადებები, რომ საქართველო არ გამორიცხავს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, მთლიანად იქნება მისი პასუხისმგებლობა ამ აბსოლუტურად დაუფიქრებელი და გაუაზრებელი განცხადების შემდეგ...გოკა გაბაშვილი