საქართველოში ბავშვთა ჰოსპისის გახსნიდან ერთი წელი გავიდა. ჰოსპისის პერსონალი ამ დროის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე ლაპარაკობს. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე ჰოსპისი „ციცინათელა“ სამი მიმართულებით მუშაობს: დღის ცენტრი უკურნებელი ბავშვებისთვის, პალიატიური მზრუნველობა იმ ბავშვებისთვის, ვისი დიაგნოზიც სიცოცხლესთან შეუთავსებელია, და შინმოვლის სამსახური.