ბავშვობა შაქრიანი დიაბეტით
Your browser doesn’t support HTML5
საქართველოში შაქრიანი დიაბეტი 800-მდე ბავშვს აქვს. ქრონიკულ დაავადებათაგან შაქრიანი დიაბეტი ერთ-ერთი ყველაზე რთულად სამართავავი დაავადებაა, ამბობენ ექიმები. ყოველდღიური რეჟიმიდან გამომდინარე, დაავადების მართვა 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ყველაზე მეტად ჭირს. შაქრიანი დიაბეტი ავტოიმუნური, გენეტიკური დაავადებაა. საქართველოში შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ბავშვთა რაოდენობა მზარდია. მოგითხრობთ იმაზე, თუ როგორია შაქრიანი დიაბეტის მქონე ბავშვთა ცხოვრება საქართველოში.