ბათუმში დაპირისპირების ფონზე გრძელდება ქალაქის ბულვარის განვითარების კონცეფციის პროექტის საჯარო განხილვა. აჭარის მთავრობის განმარტებით, 130 წლის ისტორიის მქონე ბულვარი ახალ სიცოცხლეს შეიძენს კომპანია Dreamland Oasis მიერ მომზადებული კონცეფციით, რომლის მთავარი მიმართულებებია ახალი ფერები, მეტი გამწვანება და მყუდრო რეკრეაციული ზონები რუხი ასფალტის ნაცვლად. გასულ კვირაში გამართული პირველი საჯარო განხილვისას ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის მწვავე დისკუსია გამოიწვია ბულვარში არსებული სამი ხეივნის ორამდე შემცირებისა და გაუქმებული შუა ხეივნის ტერიტორიაზე ახალი კაფეების, შადრევნებისა და დასასვენებელი ადგილების მოწყობის გეგმამ, რომელიც პროექტის მოწინააღმდეგეებმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ბულვარის ხელყოფად შეაფასეს. გაცილებით მწვავე აღმოჩნდა რიგით მეორე საჯარო განხილვა. ბულვარში არსებული შენობების მესაკუთრეთა ნაწილი ფიზიკურად დაუპირისპირდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
Your browser doesn’t support HTML5