დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში

ჯემალ ფუტკარაძე

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აჭარის უმაღლესმა საბჭომ ახალი ვიცე-სპიკერი ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის უგულებელყოფით აირჩია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების ინიციატივით, 13 მარტს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე უმაღლესი საბჭოს 21 წევრიდან რვამ ვიცე-სპიკერად აირჩია კოალიცია „ქართული ოცნების“ ყოფილი წარმომადგენელი ჯემალ ფუტკარაძე. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ოპოზიციური „თავისუფალი დემოკრატებისა“ და მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“, წევრებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ გარდა, 13 მარტის გადაწყვეტილებას სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკრიტიკებენ.

Your browser doesn’t support HTML5

დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში