აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე, ნოემბერში, დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ოფიციალურად გახდა ბარაკ ობამა, ამჟამად მოქმედი პრეზიდენტი, რომლის მეტოქე იქნება რესპუბლიკელი, მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი, მიტ რომნი.
ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის ყრილობის მესამე, დახურვის დღეს დელეგატებს შემდეგი გამოუცხადა:
„ყველა საკითხზე, რომელზეც არჩევანს გააკეთებთ, სასურველს აირჩევთ არა მხოლოდ ორ კანდიდატს ან ორ პარტიას შორის. ეს იქნება არჩევანი ამერიკის ორ განსხვავებულ გზას, მომავლის ორ ძირეულად განსხვავებულ ხედვას შორის.“
იქვე ობამამ დაამატა, რომ მას არა აქვს იმის პრეტენზია, რომ ეს გზა იოლია და ამერიკამ სწრაფად შეიძლება განვლოს. ობამას თქმით, რამდენიმე წელიწადი დასჭირდება იმ გამოწვევების დაძლევას, რომლებიც ბოლო ათწლეულებში დაგროვდა. პრეზიდენტს ბრძოლა უწევს უმუშევრობის დაძლევისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის. ობამას მთავრობამ მიზნად დაისახა 2016 წლისთვის ქარხნებსა და ფაბრიკებში სამუშაო ადგილები მილიონით გაზარდოს და პროფესიულ სასწავლებლებში მოამზადოს ორი მილიონი ადამიანი. ობამას სურს 2014 წლისთვის ამერიკის ექსპორტი გაორმაგდეს, 2020 წლისთვის კი ორჯერ შემცირდეს ნავთობის იმპორტი:
„ჩვენი პრობლემების მოგვარება შეიძლება. გამოწვევებს დავძლევთ. გზა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, უფრო რთულია, მაგრამ მას უკეთეს ადგილას მივყავართ. და მე გთხოვთ თქვენ, ეს მომავალი აირჩიოთ.“
დემოკრატიული პარტიის ყრილობა შედარებით მცირე ზომის დარბაზში გაიმართა, რადგან პარტიამ, ცუდი ამინდის მოლოდინში, სიფრთხილე გამოიჩინა და არ მოაწყო შეკრება, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, 75 ათასიან სტადიონზე.
ამ ეტაპზე, გამოკითხვების თანახმად, ობამა ოდნავ უსწრებს მომავალ მოწინააღმდეგეს, მიტ რომნის. მოქმედი პრეზიდენტის გამოსვლა ყრილობის კულმინაცია იყო. მასთან ერთად, ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი წარდგენა ოფიციალურად მიიღო ჯოზეფ ბაიდენმა. ისიც მეორე ვადით არის წარდგენილი თანამდებობაზე:
„ჩვენ ყველას ერთად გვაკისრია ამოცანა, ეს სახელმწიფო უიმედობისა და დაღმასვლის მდგომარეობიდან წარვმართოთ იმედისა და კეთილდღეობისკენ. ესაა ამოცანა, რომელსაც, დამერწმუნეთ, შევასრულებთ.“
ბარაკ ობამა თანამდებობაზე წარადგინა ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა, რომელმაც მთლიანად დაუჭირა მხარი მის პოლიტიკას და განაცხადა, ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ შეძლებდა ოთხ წელიწადში, მმართველობის ერთ ვადაში, იმ ეკონომიკური ზიანის გამოსწორებას, რომელიც მემკვიდრეობით მიიღო ობამამ რესპუბლიკელებისგანო. ყრილობის გახსნის დღეს სიტყვით გამოვიდა პირველი ლედი, მიშელ ობამა, რომელმაც ხაზი გაუსვა თავისი ქმრის მოკრძალებულ წარმოშობას და პრეზიდენტზე თქვა, ეს არის კაცი, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ სახელმწიფოს დასუსტებული ეკონომიკის აღორძინების საქმეშიაო.
ბარაკ ობამამ დემოკრატიული პარტიის ყრილობის მესამე, დახურვის დღეს დელეგატებს შემდეგი გამოუცხადა:
„ყველა საკითხზე, რომელზეც არჩევანს გააკეთებთ, სასურველს აირჩევთ არა მხოლოდ ორ კანდიდატს ან ორ პარტიას შორის. ეს იქნება არჩევანი ამერიკის ორ განსხვავებულ გზას, მომავლის ორ ძირეულად განსხვავებულ ხედვას შორის.“
ჩვენი პრობლემების მოგვარება შეიძლება. გამოწვევებს დავძლევთ. გზა, რომელსაც ჩვენ გთავაზობთ, უფრო რთულია, მაგრამ მას უკეთეს ადგილას მივყავართ. და მე გთხოვთ თქვენ, ეს მომავალი აირჩიოთ...ბარაკ ობამა