ბანკები საქართველოში

საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ბანკების მიერ მისი უფლებები ილახება. არსებობს ვალის გადახდისუუნარო მოქალაქეებისათვის პირადი ქონების ჩამორთმევის უამრავი ფაქტი. არსებობს აზრიც, რომ ბანკები დაინტერესებული არიან კლიენტების მიერ სესხის დაფარვის შეუძლებლობით. ბოლო წლებში ქვეყანაში, სადაც ფულის გამსესხებლებისა თუ ვაჭრების მიმართ ძლიერია უარყოფითი კულტურული დამოკიდებულებები, განსაკუთრებით საბჭოთა გამოცდილების შედეგად, ბანკებმა მომხმარებელთა ინტერესების საზიანოდ მოქმედი დაწესებულების სტატუსი დაიმკვიდრეს. გიორგი გვახარიას სტუმარი, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი, ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რომ წარმატებული ფინანსური საქმიანობის პარალელურად ბანკებს სოციალური პასუხისმგებლობები უნდა ეკისრებოდეთ.