ბაქარ ჩერქეზიშვილი პეკინის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის შესახებ

ბაქარ ჩერქეზიშვილი

30 მარტს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო რეჟისორი ბაქარ ჩერქეზიშვილი. ბაქარმა გასულ წელს ჩინეთში, პეკინში, პროექტ "looking china"-ს ფარგლებში გადაიღო დოკუმენტური ფილმი, რომელიც სამ საუკეთესო ნამუშევარს შორის მოხვდა.

პროექტში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული 25 გადამღები ჯგუფი მონაწილეობდა;

რის შესახებაა გამარჯვებული ფილმი, რამდენად მარტივია კინემატოგრაფისთვის ჩინეთში მუშაობა, რომელი ქვეყნებია ახალგაზრდა რეჟისორისთვის საინტერესო და რა სპეციფიკა აქვს აზიაში მოგზაურობას - ამ თემებზე გვქონდა საუბარი სტუმართან.