დასავლეთ საქართველოში თხილის მოსავალი, ფაქტობრივად, გაანადგურა მავნებელმა აზიურმა ფაროსანამ. თხილის მოსავალს საფრთხეს უქმნის სოკოვანი დაავადებებიც. ზარალი მასშტაბურია და სპეციალისტების აზრით, მავნებელთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობა არ კმარა და მოსახლეობის გააქტიურებაა საჭირო. არსებობს თუ არა საფრთხე, რომ აზიური ფაროსანა, თხილის გარდა, სხვა მცენარეულ კულტურებსაც დაემუქროს და გატარდა თუ არა საკმარისი პრევენციული ღონისძიებები, ამ საკითხებზე რადიო „თავისუფლების“ სადისკუსიო მაგიდასთან საუბრობენ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია და „Care International“-ის ENPARD-ის (სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა) პროექტის სოფლის მეურნეობის კოორდინატორი გოდერძი გოდერძიშვილი.
Your browser doesn’t support HTML5