ფინანსთა სამინისტროს მიერ ინიცირებულია კანონში „ლატარიების, აზარტული და მოგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ შესატანი ცვლილებები. განმარტებითი ბარათის მიხედვით, უნდა მომზადდეს აზარტულ ან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემების ბაზა და, ამასთანავე, საქართველოს მოქალაქისთვის აზარტულ თამაშში მონაწილეობა დაშვებულ იქნეს, 18-ის ნაცვლად, 21 წლიდან.