ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლი ბავშვები

Your browser doesn’t support HTML5

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ თბილისში აქცია გამართა. ასოციაციამ ქალაქის მერიის დაკვეთით ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგად გაირკვა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ავტოსაგზაო ავარიების დროს 2 500 ბავშვზე მეტმა მიიღო დაზიანება, გარდაიცვალა 70-მდე. ასოციაცია აცხადებს, რომ ამ კუთხით საქართველოს მონაცემები ევროპის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს 4-ჯერ აღემატება. აქციის მონაწილეები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ბავშვების სპეციალური სავარძლით გადაყვანა სავალდებულო გახდეს.