ქართველი ჯარისკაცები "მტკიცე მხარდაჭერის მისიაში"
Your browser doesn’t support HTML5
ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ (RSM) მთავარი შტაბი ქაბულის ცენტრში, მწვანე ზონაში მდებარეობს. შტაბი სულ რაღაც ათიოდე კილომეტრით არის დაშორებული ქაბულის აეროდრომზე მდებარე ნატოს წვრთნის, კონსულტაციისა და დახმარების ცენტრიდან. ასეთი სიახლოვის მიუხედავად, ნატოს წარმომადგენლებისა და სტუმრებისათვის ყველაზე უსაფრთხო და სწრაფი ტრანსპორტი ამერიკული „ბლეკჰოკის“ კლასის სამხედრო ვერტმფრენია. ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მთავარი შტაბის როგორც გარე პერიმეტრის, ისე შიდა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების 42-ე „ალფა“ ასეულია.
გთავაზობთ რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტის, კობა ლიკლიკაძისა და ოპერატორ რომან კუპკას რეპორტაჟს.