ავდეევკიდან დაიწყო ბავშვების ევაკუაცია
Your browser doesn’t support HTML5
უკრაინის ქალაქ ავდეევკიდან, სადაც რამდენიმე დღის წინ განახლდა შეიარაღებული დაპირისპირება უკრაინელ სამხედროებსა და სეპარატისტებს შორის, დაიწყო მოქალაქეთა ევაკუაცია. ცეცხლის ხაზთან მდებარე ამ ქალაქიდან მარიუპოლში ევაკუაცია ბავშვებით დაიწყო. რამდენიმე ოჯახმა მარიუპოლში მხოლოდ შვილები გაგზავნა, თვითონ მშობლები კი ავდეევკაში დარჩნენ, სადაც უსახლკაროებისა და დევნილებისთვის მოწყობილია კარვები 2 000-მდე პირისთვის. ქალაქში, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, 20 ათასამდე ადამიანს უწევს ზამთრის ყინვას გაუძლოს გათბობის, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების გარეშე. საერთაშორისო საკონტაქტო ჯგუფის აქტიური ჩარევის შედეგად, დონეცკის ოლქში ცეცხლი შეწყდა, მაგრამ ავდეევკა კვლავინდებურად საგანგებო რეჟიმში ცხოვრობს. ქალაქის მოსახლოების მხოლოდ ერთ მეხუთედს მიეწოდება დენი და წყალი.