ქუთაისის ერთ-ერთი უბნის, „ავანგარდის“ დიდი ნაწილი სასაფლაოებს უჭირავს. კერძო მესაკუთრე, რომელმაც დიდი ტერიტორია შეიძინა, გეგმავს სასაფლაოს კიდევ გაფართოებას, რასაც ადგილობრივი ახალგაზრდების პროტესტი მოჰყვა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, უბანში გაკეთდეს სპორტული მოედნები, დასასვენებელი პარკები და ატრაქციონები.