არჩევნების მეორე ტური რეგიონებში

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტური „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების სრული გამარჯვებით დასრულდა.

50 საარჩევნო ოლქიდან მათ წარმატებას 48-ში მიაღწიეს. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციის თანახმად, ცალკეული დარღვევების მიუხედავად, ამომრჩევლებმა თავისუფალ გარემოში, შეუფერხებლად შეძლეს კენჭისყრაში მონაწილეობა. როგორ წარიმართა პროცესი ჩვენი ლაგოდეხელი, ახალციხელი, ქუთაისელი და რუსთაველი კორესპონდენტების მიერ მომზადებული მასალებიდან შეიტყობთ.