არჩევნების შედეგები ციფრულ ფორმატში "ჯამპსტარტ ჯორჯიასგან"

Your browser doesn’t support HTML5

4 ოქტომბერს "თავისუფლების დილის" სტუმარი იყო ქრისტინა ფარჯიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯამპსტარტ ჯორჯიას" კომუნიკაციის კოორდინატორი. "ჯამპსტარტ ჯორჯია" 9-10 ოქტომბერს აწყობს ღონისძიებას, რომლის მიზანია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების საუბნო საარჩევნო კომისიების ოქმების გაციფრულება იმისათვის, რომ მონაცემები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

არჩევნების შედეგების მონაცემების შეგროვებასადა ციფრული ვერსიის გაკეთებას ორგანიზაცია მოხალისეებთან ერთად აპირებს.

რითი იქნება განსხვავებული ცესკოს მონაცემებისგან "ჯამპსტარტ ჯორჯიას" მიერ დათვლილი შედეგები, რა მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჩართულობას არჩევნების შედეგების მონიტორინგსა და ანალიზში და რამდენად მნიშვნელოვანია დამატებითი საკონტროლო ინსტრუმენტების შექმნა არჩევნების გამჭვირვალობისთვის - ამ თემებზე ვისაუბრეთ სტუმართან ერთად.