შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩება

შოტლანდიის ამომრჩეველმა რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა ქვეყნის გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას. საბოლოო შედეგებს შორის განსხვავება უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე თავდაპირველად პროგნოზირებდნენ - გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობაში დარჩენას მხარი ამომრჩეველთა 55-მა პროცენტმა დაუჭირა. შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ალექს სალმონდმა აღიარა დამარცხება და ქვეყანას ეროვნული ერთიანობისაკენ მოუწოდა. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ კმაყოფილია რეფერენდუმის შედეგებით და ასევე გააკეთა მოწოდება ეროვნული ერთიანობისათვის.