აღმოსავლური ლიტერატურის თარგმნას ქართულად დიდი და მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ბოლო ხანებამდე ითარგმნებოდა და ითარგმნება ამ მწერლობის კლასიკური ხანის გამორჩეული ნიმუშები, თუმცა აქამდე ჩვენი მკითხველი თანამედროვე აღმოსავლეთის მწერლობას ნაკლებად იცნობდა.
სასიამოვნოა, რომ ბოლო ხანს ამ თვალსაზრისით ძირეული გარდატეხა მოხდა და ქართველი ლიტერატორები აღნიშნული ხარვეზის შესავსებად წარმატებით მუშაობენ. თანამედროვე არაბული ლიტერატურის თარგმანში იზოლდა გრძელიძის მცდელობას გამორჩეული ადგილი უკავია, მან რამდენიმე წლის წინათ გამოსცა ,,ღიმილი წყლის ბაგეზე“ (თანამედროვე არაბული ლიტერატურის მცირე ანთოლოგია), ახლახან კი გამომცემლობა ,,უნივერსალმა” მის მიერ თარგმნილი ნიმუშების კიდევ ერთი კრებული დასტამბა.
ეს უაღრესად საინტერესო წიგნი, რომლისთვისაც მასში შემავალი ერთი მოთხრობის სათაურის კვალად, მთარგმნელს "გრძელია ზამთრის ღამე“ დაურქმევია, 24 არაბული ქვეყნის 30 მწერალ ქალს მოიცავს.
მკითხველს მოეხსენება, რომ არაბული სამყარო მეტისმეტად ვრცელია და ის უამრავ ქვეყანას აერთიანებს. თვითონ ამ ქვეყნების გამაერთიანებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშნად კი სალიტერატურო არაბული ენა გვევლინება. სწორედ ამ ენაზე წერს სხვადასხვა არაბული ქვეყნის ლიტერატორთა აბსოლუტური უმრავლესობა და ცხადია, არაბულიდან მთარგმნელს სწორედ ამ სალიტერატურო ენის ცოდნა მოეთხოვება, მაგრამ ამა თუ იმ არაბულ ქვეყანაში გავრცელებულია სამეტყველო დიალექტი, რომელიც მეორე არაბული ქვეყნის სალაპარაკო ენისაგან ხშირად მკვეთრად განსხვავდება.
ამ დიალექტთა არაერთი ნიუანსი არცთუ იშვიათად იჭრება სალიტერატურო არაბულში და ეს თვითონ სალიტერატურო არაბულის განსაკუთრებულ სიძნელესთან ერთად, მთარგმნელისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელი არა, ძალზე ძნელია, ერთმა მთარგმნელმა ყველა ან თუნდაც რამდენიმე არაბული ქვეყანა მოიცვას. ვითარებას ართულებს არაბული სალიტერატურო პროცესების სიჭრელე და ასევე ინფორმაცია ამ ლიტერატურულ პროცესებზე, რომელიც საკმაოდ ძნელი მოსაპოვებელია.
ყველა ამ პრობლემას საგანგებოდ იმიტომ აღვნიშნავთ, რომ კრებულის მომზადებისას ქალბატონმა იზოლდა გრძელიძემ ეს ამოცანები წარმატებით დაძლია და ქართველ მკითხველს კონცეპტუალურად და შინაარსობრივად გამართული წიგნი შესთავაზა.
თვითონ მთარგმნელმა ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა:
,,ძალიან ძნელი იყო ლიტერატურის შოვნა. ამაში მეხმარებოდნენ ჩემი კოლეგებიც და ჩემი სტუდენტებიც, რომლებიც სტაჟირებას გადიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი ქუვეითში გადიოდა სტაჟირებას და იქ, სადღაც, შეხვედრაზე, ვიღაც მწერალ ქალს შემთხვევით შეხვდა და უთხრა, ჩემი მასწავლებელი თარგმნისო. ეს ქალი ძალიან დაინტერესდა, იმეილით დამიკავშირდა და დღესაც მაქვს კონტაქტები“.
თუ ზემოაღნიშნულს გავითვალისწინებთ, ცხადი გახდება, რომ ცოცხალი კონტაქტები ამ საქმეში მეტისმეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ცხადია, უმნიშვნელოვანესია მთარგმნელის ლიტერატურული და გარკვეული კონცეპტუალური გემოვნება და პოზიცია.
იზოლდა გრძელიძის წიგნი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ არაბული სამყაროს მწერალ ქალებს წარმოგვიდგენს. ამ 24 ავტორიდან მეტ-ნაკლები ნიჭიერებისა და მასშტაბების მწერლები არიან, მაგრამ ამის მიუხედავად, არცერთი მოთხრობა უინტერესო არ არის, რადგან ეს მოთხრობები არაბული აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქალების ყოფისა და სულიერი განცდების ამა თუ იმ ასპექტს შეეხება.
ეს ნარატივი აბსოლუტურად განძარცვულია ეგზოტიკისაგან და დღევანდელი აღმოსავლეთის სინამდვილეს დაუფარავად, უფრო მეტიც, ხშირად მიკროსკოპული სიზუსტით წარმოაჩენს.
სინამდვილე ზოგჯერ მართლაც შემზარავია, მაგრამ წიგნი საბოლოოდ აქარწყლებს ჩვენს ტრადიციულ წარმოდგენას არაბულ აღმოსავლეთში ქალის აუტანელი მდგომარეობის შესახებ. ყოველ შემთხვევაში, არაბი მწერალი ქალები შესაშური პირდაპირობით წერენ ყველა პრობლემაზე და არცთუ იშვიათად თავიანთი ისეთი ინტიმური განცდების აღწერასაც არ ერიდებიან, რაზე ლაპარაკსაც, მაგალითად, ქართველი მწერალი ქალები, ძირითადად, მოერიდებოდნენ.
იზოლდა გრძელიძემ რადიო თავისუფლებასთან ამ საკითხზე საუბრისას აღნიშნა:
"80-იან წლებში ლიბიაში, თარჯიმნად რომ ვმუშაობდი, იქ წავიკითხე ერთ-ერთ ჟურნალში ძალიან ცნობილი ევროპელი არაბისტის და მთარგმნელის დევიდ ჯონსონ დევის ინტერვიუ ეგვიპტელ ქალთან, ალიფა რიფათთან. გაოგნებული დავრჩი, გამაოცა ამ ინტერვიუმ და დაიმსხვრა სტერეოტიპი მორიდებული, ასე ვთქვათ, "ჰიჯაბიანი“ აღმოსავლელი ქალისა და აი, მაშინ მიზნად დავისახე, რომ მე უფრო ჩავღრმავებოდი ქალების ლიტერატურას. ეს ქალი ისე გაბედულად, გულღიად, გულწრფელად საუბრობდა სიკვდილ-სიცოცხლეზე, სიყვარულზე, სექსზე - ამ ტაბუდადებულ თემაზე, რომ გაოცებული დავრჩი. მას მიაჩნია, რომ სიყვარულის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ეს არ უპირისპირდება საღვთო სჯულს. სექსი კი ეს არის ფიზიკური და სულიერი კავშირი ორ ადამიანს შორის და ის ჯილდოა, რომელიც საერთოდ ადამიანს ერგო ამ ქვეყანაზე.“
მნიშვნელოვანია, რომ, თუმცა კრებულში წარმოდგენილი მოთხრობები უმწვავეს ადამიანურ პრობლემებს შეეხება, ისინი, ძირითადად მაინც არ არიან დეკლარაციულნი და ნამდვილი მწერლობის ნიმუშებად წარმოგვიდგებიან.
ამიტომაც ნაწარმოებების გმირები თანაბრად ახლობელნი შეიძლება იყვნენ აღმოსავლეთშიც და დასავლეთში მცხოვრები მკითხველისთვის.
იზოლდა გრძელიძეს ყველა ნიმუში დიდი ოსტატობითა და შესაბამისი სტილით აქვს გადმოღებული და მკითხველი წიგნიდან არა მხოლოდ ინფორმაციას, არამედ დიდ ესთეტიკურ სიამოვნებასაც მიიღებს.
წიგნს უძღვის არაბისტისა და ლიტერატორის ნინო დოლიძის შესავალი წერილი, რომელმაც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა:
"თვითონ ქალთა მწერლობა ძალიან მნიშვნელოვანია არაბულ ლიტერატურაში და მეოცე საუკუნეში ის გამოიყო და ცალკე შესწავლის საგნადაც კი იქცა. ამიტომ შემთხვევითი არ არის ერთ კრებულში ქალი ავტორების თავმოყრა. ქალბატონ იზოზეც მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. ის ძალიან დიდი ხანია უკვე ასწავლის არაბულ ენას, ნამყოფია არაერთ არაბულ ქვეყანაში და ამ არაბულ ქვეყნებში მუშაობის გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია მთარგმნელისთვის ასეთი ლიტერატურის თარგმნის დროს. ამიტომ მე ვფიქრობ, მას
მაქსიმალური სიზუსტით მოაქვს ქართველ მკითხველთან ამ შემთხვევაში არაბი ქალების სატკივარი, თუმცა ის შეიძლება განზოგადდეს და მარტო არაბი ქალების არ იყოს და ზოგადად ქალზე, ყველა ეროვნების წარმომადეგენელზე განზოგადდეს.“
კრებულში სხვებთან ერთად შეტანილია ეგვიპტელი მწერალი ქალის ნადა იმამ აბდ ალ-ვაჰიდის ერთი პატარა მინიატურაც – „ახალი ამბავი“:
"ნაზად ეხებოდა ჩემს სხეულს. თვალებში არც მიყურებდა. დარცხვენით ველაპარაკებოდი. ნება დავრთე, როგორც სურდა, ისე მოჰქცეოდა ჩემს მკერდს. ბოლოს მაუწყა, რომ მარცხენა ძუძუში სიმსივნე მაქვს და მოკვეთა აუცილებელია“.
ამიტომაც ამბობს ნონო დოლიძე ჩვენთან საუბრისას:
"თავიდან, როდესაც არაბი ქალები გამოვიდნენ სამწერლო და საზოგადოებრივ ასპარზზე, მათი მწერლობა, მათ მიერ შექმნილი ლიტერატურა აღიქმებოდა და ფასდებოდა, როგორც უფრო სოციალური პროტესტი პატრიარქალურ საზოგადოებაში. შემდეგ და შემდეგ უფრო დაიხვეწა მათი მწერლობა და მეოცე საუკუნის ბოლოსთვის, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საკითხი - ქალის მდომარეობა ოჯახში თუ სოციუმში - ისევ აქტუალურია, მაინც მათ ლიტერატურას აფასებენ როგორც უფრო მაღალი რანგის მხატვრულ ლიტერატურას, ვიდრე როგორც სოციალურ პროტესტს.“
საგულისხმოა, რომ იზოლდა გრძელიძის ამ კრებულს უკვე გამოხმაურება მოჰყვა არაბულ სამყაროშიც. კერძოდ, ქუვეითის ერთ-ერთმა ლიტერატურულმა გაზეთმა დასტამბა წერილი ამ წიგნზე და კრებულის გამოცემა ორი ქვეყნის ორი სამყაროს ურთიერთნაცნობობისათვის მნიშვნელოვან ფაქტად შეაფასა.
იმედია, ეს შესანიშნავი წიგნი გულგრილს არც ქართველ მკითხველს დატოვებს.
სასიამოვნოა, რომ ბოლო ხანს ამ თვალსაზრისით ძირეული გარდატეხა მოხდა და ქართველი ლიტერატორები აღნიშნული ხარვეზის შესავსებად წარმატებით მუშაობენ. თანამედროვე არაბული ლიტერატურის თარგმანში იზოლდა გრძელიძის მცდელობას გამორჩეული ადგილი უკავია, მან რამდენიმე წლის წინათ გამოსცა ,,ღიმილი წყლის ბაგეზე“ (თანამედროვე არაბული ლიტერატურის მცირე ანთოლოგია), ახლახან კი გამომცემლობა ,,უნივერსალმა” მის მიერ თარგმნილი ნიმუშების კიდევ ერთი კრებული დასტამბა.
ეს უაღრესად საინტერესო წიგნი, რომლისთვისაც მასში შემავალი ერთი მოთხრობის სათაურის კვალად, მთარგმნელს "გრძელია ზამთრის ღამე“ დაურქმევია, 24 არაბული ქვეყნის 30 მწერალ ქალს მოიცავს.
ეს ქალი ისე გაბედულად, გულღიად, გულწრფელად საუბრობდა სიკვდილ-სიცოცხლეზე, სიყვარულზე, სექსზე - ამ ტაბუდადებულ თემაზე, რომ გაოცებული დავრჩი. მას მიაჩნია, რომ სიყვარულის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ეს არ უპირისპირდება საღვთო სჯულს. სექსი კი ეს არის ფიზიკური და სულიერი კავშირი ორ ადამიანს შორის და ის ჯილდოა, რომელიც საერთოდ ადამიანს ერგო ამ ქვეყანაზე.იზოლდა გრძელიძე
მკითხველს მოეხსენება, რომ არაბული სამყარო მეტისმეტად ვრცელია და ის უამრავ ქვეყანას აერთიანებს. თვითონ ამ ქვეყნების გამაერთიანებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშნად კი სალიტერატურო არაბული ენა გვევლინება. სწორედ ამ ენაზე წერს სხვადასხვა არაბული ქვეყნის ლიტერატორთა აბსოლუტური უმრავლესობა და ცხადია, არაბულიდან მთარგმნელს სწორედ ამ სალიტერატურო ენის ცოდნა მოეთხოვება, მაგრამ ამა თუ იმ არაბულ ქვეყანაში გავრცელებულია სამეტყველო დიალექტი, რომელიც მეორე არაბული ქვეყნის სალაპარაკო ენისაგან ხშირად მკვეთრად განსხვავდება.
ამ დიალექტთა არაერთი ნიუანსი არცთუ იშვიათად იჭრება სალიტერატურო არაბულში და ეს თვითონ სალიტერატურო არაბულის განსაკუთრებულ სიძნელესთან ერთად, მთარგმნელისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელი არა, ძალზე ძნელია, ერთმა მთარგმნელმა ყველა ან თუნდაც რამდენიმე არაბული ქვეყანა მოიცვას. ვითარებას ართულებს არაბული სალიტერატურო პროცესების სიჭრელე და ასევე ინფორმაცია ამ ლიტერატურულ პროცესებზე, რომელიც საკმაოდ ძნელი მოსაპოვებელია.
ყველა ამ პრობლემას საგანგებოდ იმიტომ აღვნიშნავთ, რომ კრებულის მომზადებისას ქალბატონმა იზოლდა გრძელიძემ ეს ამოცანები წარმატებით დაძლია და ქართველ მკითხველს კონცეპტუალურად და შინაარსობრივად გამართული წიგნი შესთავაზა.
თვითონ მთარგმნელმა ამასთან დაკავშირებით რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა:
,,ძალიან ძნელი იყო ლიტერატურის შოვნა. ამაში მეხმარებოდნენ ჩემი კოლეგებიც და ჩემი სტუდენტებიც, რომლებიც სტაჟირებას გადიოდნენ სხვადასხვა ქვეყანაში. მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი ქუვეითში გადიოდა სტაჟირებას და იქ, სადღაც, შეხვედრაზე, ვიღაც მწერალ ქალს შემთხვევით შეხვდა და უთხრა, ჩემი მასწავლებელი თარგმნისო. ეს ქალი ძალიან დაინტერესდა, იმეილით დამიკავშირდა და დღესაც მაქვს კონტაქტები“.
თუ ზემოაღნიშნულს გავითვალისწინებთ, ცხადი გახდება, რომ ცოცხალი კონტაქტები ამ საქმეში მეტისმეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ცხადია, უმნიშვნელოვანესია მთარგმნელის ლიტერატურული და გარკვეული კონცეპტუალური გემოვნება და პოზიცია.
იზოლდა გრძელიძის წიგნი იმით არის მნიშვნელოვანი, რომ არაბული სამყაროს მწერალ ქალებს წარმოგვიდგენს. ამ 24 ავტორიდან მეტ-ნაკლები ნიჭიერებისა და მასშტაბების მწერლები არიან, მაგრამ ამის მიუხედავად, არცერთი მოთხრობა უინტერესო არ არის, რადგან ეს მოთხრობები არაბული აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქალების ყოფისა და სულიერი განცდების ამა თუ იმ ასპექტს შეეხება.
თავიდან, როდესაც არაბი ქალები გამოვიდნენ სამწერლო და საზოგადოებრივ ასპარზზე, მათი მწერლობა, მათ მიერ შექმნილი ლიტერატურა აღიქმებოდა და ფასდებოდა, როგორც უფრო სოციალური პროტესტი პატრიარქალურ საზოგადოებაში...ნინო დოლიძე