ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ჩაშლას, რაც გამოწვეული იყო სასულიერო პირებისა და მათთან დაკავშირებული საზოგადოების იმ წევრების აქტივობით, რომლებიც თავს უზნეობის წინააღმდეგ მებრძოლებად აცხადებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციათა და პოლიტიკოსთა განცხადებები მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციათა პირველადი შეფასებით, დაირღვა შეკრებათა და მანიფესტაციათა თავისუფლების კანონი, ვინაიდან სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ჰომოფობიისა და ტრანსფობიის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი აქციის ჩატარება.
სანამ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია ჩაიშლებოდა, ანუ ვიდრე ამ აქციის მოწინააღმდეგე სასულიერო პირები და მათი ხედვის გამზიარებელი საზოგადოება პოლიციის კორდონს გაარღვევდა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამდა, რომ აქცია კონსტიტუციისა და დემოკრატიის ჩარჩოებში წარიმართებოდა. პარლამენტის სხდომის დაწყებისას დავით უსუფაშვილმა ყველას - მათ შორის, სამართალდამცავებსა და საზოგადოებასაც - მიმართა:
”ყველამ შევძლოთ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები, განსხვავებული მოსაზრებებიც, განსხვავებულისგან განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების იქეთ, იმედია, არც ერთი მონაწილე ამ აქციისა არ გადავა და ყველაფერი დასრულდება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში და ჩარჩოებში”.
თბილისის ცენტრალურ ქუჩებში განვითარებულ მოვლენებს ჯერ კიდევ პარლამენტის სხდომის მიმდინარეობისას გამოეხმაურა საპარლამენტო უმცირესობა. უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის სიტყვებით, ის ძალადობა, რომელიც ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის მონაწილეების მიმართ გამოვლინდა, ქვეყანაში გამეფებული დაუსჯელობის სინდრომისა და იმ ამნისტიის შედეგია, რომლის გამოც ბევრი ადამიანი გარეთ პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა. უმცირესობის წარმომადგენელმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ვითარებას ქვეყანაში დასადგურებული სიბნელე უწოდა:
”ეს არის ტოტალური სიბნელის, ბოროტებისა და სისასტიკის გამოვლინება. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ყურება, როდესაც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები, ეპისკოპოსები. ისინი არ ერიდებიან ცემა-ტყეპასა და სისასტიკეში ბავშვების ჩართვას”.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, „ეროვნული ფორუმის“ წევრის ანი მიროტაძის შეფასებით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობისა და დემოკრატიული ღირებულებების გაუთვალისწინებლობის შედეგია არსებული დაპირისპირება:
”ძალიან ხშირად გეუბნებოდით, რომ ნუ უშლით ხელს დემოკრატიას. თქვენ 9 წლის განმავლობაში დემოკრატიას რომ უშლიდით ხელს, აი, ამიტომ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ დღეს ქვეყანაში”.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ თავისი აზრი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოხატა და მთელი პასუხისმგებლობა თავად ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს დააკისრა, თქვა, დასასჯელები სწორედ ისინი არიან, რადგან სწორედ მათ მოახდინეს ძალადობის ინსპირირებაო:
”როგორც ამათ ვერ აუკრძალავ, როგორი წესითაც უნდათ, ისეთი წესით იცხოვრონ, - თავიანთი საქმე თვითონ იციან, რაც უნდათ, ის აკეთონ, - ისე საზოგადოების იმ ათიათასობით თუ მილიონობით ნაწილს ვერ აუკრძალავ თავისი პოზიცია გამოხატოს იმისადმი, რასაც ისინი უმსგავსობას უწოდებენ და უმსგავსობაა თუ არა, კიდევ მეორე საკითხია და შეიძლება მეც ასევე ვფიქრობ, რა”.
საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს "სამარცხვინო" უწოდა, სექსუალურ უმცირესობათა წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეებს კი -"სიძულვილით აღსავსე მოძალადეები".
თავის მხრივ, პოლიციას მუშაობა მოუწონა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და განაცხადა, რომ სხვადასხვა აზრის მქონე საზოგადოებას თავისი აზრის გამოხატვის საშუალება მიეცა.
პოლიტიკოსთა შეფასებების პარალელურად, თბილისში მომხდარს სახალხო დამცველი გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, პოლიციამ შესაბამისი ღონისძიებები უნდა გაატაროს იმ პირთა მიმართ, რომლებიც, პატრულის მითითების მიუხედავად, დედაქალაქის ქუჩებს არ ტოვებენ:
”როცა ადგილი აქვს ძალადობის პროპაგანდას ან ადგილი აქვს კანონის მოთხოვნათა მასობრივ დარღვევას, შეკრება და მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები საზოგადოებრივი წესრიგის აღსადგენად და დააყენოს აქციის ორგანიზატორთა და იმ პირთა პასუხისმგებლობა, რომელთა მხრიდანაც ხდებოდა ძალადობა, ძალადობისკენ მოწოდება და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა”.
რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ, თავის მხრივ, მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება პოლიციას, რომელიც ”არ მოქმედებდა კოორდინირებულად და ხშირ შემთხვევაში იყო უსუსური დაეცვა მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება. უფრო მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ორიენტირებული იყო აქციის მონაწილეთა ტერიტორიიდან უსაფრთხოდ გაყვანაზე და არა აქციის დაცვაზე. პოლიციამ არ გამოავლინა საკმარისი ძალისხმევა, რათა უზრუნველეყო აქციის მონაწილეთა უსაფრთხოება აქციის გამართვის პროცესში. კონტრდემონსტრანტების მიერ აქციის ტერიტორიის დაკავების შემდეგ პოლიცია გახდა სრულიად უმოქმედო, რითაც კონტრდემონსტრანტებს მისცა უმართავად გადაადგილების საშუალება, რამაც გაზარდა მათი მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ ინდივიდუალური ანგარიშსწორების შესაძლებლობა, რასაც ჰქონდა კიდეც ადგილი”.
არასამთავრობო ორგანიზაცია „42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორის თამარ გაბისონიას სიტყვებით, უნდა დადგეს ამგვარი პოლიციელების პასუხისმგებლობის საკითხიც:
”გამოიძიონ ეს ფაქტები, გამოვლინდნენ ის პასუხისმგებელი პირები, ვისაც მიუძღვის ბრალი იმაში, რომ ეს ადამიანები იყვნენ არაორგანიზებულები, არ ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას. გამოავლინონ ეს ადამიანები და დასაჯონ სათანადოდ და გამოიყენონ მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები”.
სანამ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქცია ჩაიშლებოდა, ანუ ვიდრე ამ აქციის მოწინააღმდეგე სასულიერო პირები და მათი ხედვის გამზიარებელი საზოგადოება პოლიციის კორდონს გაარღვევდა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იმედს გამოთქვამდა, რომ აქცია კონსტიტუციისა და დემოკრატიის ჩარჩოებში წარიმართებოდა. პარლამენტის სხდომის დაწყებისას დავით უსუფაშვილმა ყველას - მათ შორის, სამართალდამცავებსა და საზოგადოებასაც - მიმართა:
”ყველამ შევძლოთ კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები, განსხვავებული მოსაზრებებიც, განსხვავებულისგან განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ გამოხატვის თავისუფლების იქეთ, იმედია, არც ერთი მონაწილე ამ აქციისა არ გადავა და ყველაფერი დასრულდება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში და ჩარჩოებში”.
ეს არის ტოტალური სიბნელის, ბოროტებისა და სისასტიკის გამოვლინება. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ყურება, როდესაც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები...ჩიორა თაქთაქიშვილი
”ეს არის ტოტალური სიბნელის, ბოროტებისა და სისასტიკის გამოვლინება. ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ყურება, როდესაც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები, ეპისკოპოსები. ისინი არ ერიდებიან ცემა-ტყეპასა და სისასტიკეში ბავშვების ჩართვას”.
საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, „ეროვნული ფორუმის“ წევრის ანი მიროტაძის შეფასებით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობისა და დემოკრატიული ღირებულებების გაუთვალისწინებლობის შედეგია არსებული დაპირისპირება:
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ თავისი აზრი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოხატა და მთელი პასუხისმგებლობა თავად ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის ორგანიზატორებს დააკისრა, თქვა, დასასჯელები სწორედ ისინი არიან, რადგან სწორედ მათ მოახდინეს ძალადობის ინსპირირებაო:
”როგორც ამათ ვერ აუკრძალავ, როგორი წესითაც უნდათ, ისეთი წესით იცხოვრონ, - თავიანთი საქმე თვითონ იციან, რაც უნდათ, ის აკეთონ, - ისე საზოგადოების იმ ათიათასობით თუ მილიონობით ნაწილს ვერ აუკრძალავ თავისი პოზიცია გამოხატოს იმისადმი, რასაც ისინი უმსგავსობას უწოდებენ და უმსგავსობაა თუ არა, კიდევ მეორე საკითხია და შეიძლება მეც ასევე ვფიქრობ, რა”.
როცა ადგილი აქვს ძალადობის პროპაგანდას ან ადგილი აქვს კანონის მოთხოვნათა მასობრივ დარღვევას, შეკრება და მანიფესტაცია უნდა შეწყდეს დაუყოვნებლივ. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები...უჩა ნანუაშვილი