აფეთქება გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკოეში
Your browser doesn’t support HTML5
ოკუპირებულ აფხაზეთში, პრიმორსკოეში საბრძოლო მასალების საწყობში 2 აგვისტოს, საღამოს მომხდარი აფეთქების შედეგად რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა. დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა გვამები დღეს დილით აღმოაჩინეს. ამ ვიდეოზე აღბეჭდილია აფეთქების ადგილი ინციდენტიდან ცოტა ხნის შემდეგ (ვიდეო: Storyful)